ფეხბურთი

23:30 | 25.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბაბელი “ბეშიქთაშში” გადავიდა

ჰოლანდიელი შემტევი რაიან ბაბელი “ბეშიქთაშში” განაგრძობს კარიერას. მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და სულ მალე ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.

ბაბელი მიმდინარე წლის 15 სექტემბერს “დეპორტივოს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და პირველი წრე “რიასორზე” ჩაატარა. 30 წლის ფეხბურთელმა მაღალ დონეზე ითამაშა და თურქული კლუბისგან სარფიანი შემოთავაზება მიიღო. ამიტომაც, გალისიელებთან კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივა და სტამბოლში გადაბარგება აირჩია.

რაიანი თავდაპირველად ნახევარწლიან კონტრაქტს გააფორმებს და ამ დროის განმალობაში 850000 ევროს მიიღებს (რვაჯერ მეტს, ვიდრე ამავე დროში “დეპორტივოში” გამოიმუშავა), ხოლო თუ თურქების იმედებს გაამართლებს, კონტრაქტი კიდევ ორი წლით გახანგრძლივდება და სეზონურად 1.75 მილიონ ევროს აიღებს. ჰოლანდიელი “ბეშიქთაშის” ბოლო მატჩსაც დაესწრო – “გაზიანთეფის” წინააღმდეგ.

ბაბელმა “დეპორტივოს” მაისურით 12 შეხვედრა ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11319