ფეხბურთი

20:51 | 24.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კაჭარავა კვიპროსის ჩემპიონატის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრებისა და “ეთნიკოსის” ფორვარდი ნიკა კაჭარავა კვიპროსის ჩემპიონატის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. cyprustimes.com-ის ცნობით, სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად, ხმათა უმრავლესობა 22 წლის ქართველმა ფორვარდმა მოაგროვა.

ნიკამ “აპოელის” ფეხბურთელი პიეროს სოტირიუს აჯობა, ხოლო მესამე ადგილზე “აელის” მოთამაშე რაფაელ რომო გავიდა.

ნიკა კაჭარავამ დეკემბერში 4 თამაში ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. ქართველმა დუბლი გაიფორმა “ზაკაკუიოსა” და “არისის” წინააღმდეგ, ხოლო “აელს” ერთი გოლი გაუტანა. რაც შეეხება მთლიანად მიმდინარე სეზონს, კაჭარავას ანგარიშზე 13 შეხვედრაში 9 გატანილი გოლია.

0.115872