ფეხბურთი

23:50 | 23.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემს” მეიერის შეძენა სურს

ლონდონის “ტოტენჰემს” გელზენკირხენის “შალკეს” შემტევი ნახევარმცველის მაქსიმილიან მეიერის შეძენა სურს – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Sun.

ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა, რომ 21 წლის ფეხბურთელში 30 მილიონი ფუნტი გაიღოს. მაქსიმილიანს “ხუმარებთან” მოქმედი კონტრაქტი 2018 წელს ეწურება და დიდი შანსია, რომ ასეთ სარფიან წინადადებაზე სერიოზულად დაფიქრდნენ.

მეიერმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 21 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113722