ფეხბურთი

19:19 | 23.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დინამოში” საკადრო ცვლილებებია

საქამრთველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდ “დინამო” თბილისში მატებაა. როგორც დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი გვამცნობს, ამიერიდან კლუბის ღირსებას ოთხი ახალი ფეხბურთელი დაიცავს: 22 წლის საყრდენი ნახევარმცველი ბაქარ ქარდავა, რომელიც აქამდე “ცხინვალში” ირჯებოდა. 22 წლის მცველი გია ჩადუნელი ლანჩხუთის “გურიადან”, 23 წლის მცველი საბა თავაძე “საპოვნელაში” გამოდიოდა.

ასევე, “დინამოს” გორის “დილადან” დაუბრუნდა მეკარე გიორგი ბეგაშვილი, ხოლო 17 წლის გიორგი ჩაკვეტაძემ არსებული ხელშეკრულება ერთი წლით გაახალგრძლივა. დანარჩენ ზემოხსენებულ ფეხბურთელებთან კი, სამწლიანი კონტრაქტები გაფორმდა.

გარდა მომსვლელებისა, გუნდი დატოვეს უჩა ლობჟანიძემ, ზაზა ჭელიძემ, აკაკი ხუბუტიამ და გიორგი ლომაიამ. ამ უკანასკნელმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ “დინამო” ჯაბა ჯიღაურმა, ვლადიმერ დვალიშვილმა, ნუკრი რევიშვილმა და რენე ფერეირამაც დატოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106361