ფეხბურთი

1:05 | 23.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” “მონაკოს” ორ ფეხბურთელს აკვირდება

ლონდონის “ჩელსი” “მონაკოს” ორი მოთამაშეს აკვირდება – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Telegraph–ი.

აღნიშნული წყაროს ცნობით, “არისტოკრატები” ჯიბრილ სიდიბეს და ტიემუე ბაკაიოგოს შეძენაზე ფიქრობენ. ლონდონელებმა ოსკარი 60 მილიონ ფუნტად ჩინეთში გაყიდეს და მისი ტრანსფერით გამომუშავებული თანხით, გუნდის გაძლიერებას აპირებენ.

24 წლის სიდიბე მარჯვენა მცველია და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა, ხოლო ბაკაიოგო 22 წლის ჩამშლელი ნახევარმცველია და 26 მატჩში 2 ბურთი აქვს გატანილი.

0.098834