ფეხბურთი

23:23 | 22.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

სილვამ პსჟ-სთან გაახანგრძლივა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველმა ტიაგო სილვამ "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა და გუნდში 2020 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

სამხრეთამერიკელი პსჟ-ში 2012 წელს "მილანიდან" გადავიდა და მას შემდეგ გუნდთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი ზედიზედ ოთხჯერ მოიგო. სილვამ პარიზული გრანდის მაისურით 181 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110403