სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

16:32 | 22.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნიკო აბულაძე: "მამა სულ მახსენებს, რომ ქართული ფესვები მაქვს, მაგრამ..."
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ესპანეთის სეგუნდა ბ-ის გუნდ "მარბელიაში" ნიკო აბულაძე თამაშობს. ის 19 წლისაა, ამპლუით ნახევარმცველია და რუსეთის მოქალაქეობა აქვს. რუსეთის ასაკობრივ ნაკრებშიც აქვს ნათამაშები - გასულ თვეში, 21-წლამდელებში. ნიკო აბულაძე რუსეთშია დაბადებული, კერძოდ, როსტოვში, თუმცა ესპანეთში გაიზარდა და იქაურ საფეხბურთო აკადემიებში თამაშობდა.

Sportsdaily.ru-მ აბულაძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ფეხბურთელი საქართველოზეც საუბრობს. გთავაზობთ საინტერესო ამონარიდებს:

- ესპანურისა და რუსულის გარდა, რა ენებს ფლობთ?

- ინგლისურს. კიდევ, იშვიათად ვახერხებ, მაგრამ მამა მაინც მასწავლის ქართულს.

- თეორიულად, მუნდიალზე თამაშის საშუალებაც გაქვთ. მანამდე წელიწადნახევარია დარჩენილი და ვინ იცის, ეგებ რუსეთის ეროვნულ ნაკრებში მოხვდეთ. ეს თუ ვერ მოხერხდა, გულშემატკივრის სტატუსით დაესწრებით?

- არა, იმედი გამიცრუვდება. როცა რუსეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მიიღო, გავიფიქრე - ეს ჩემი შანსია, რუსეთის სახელით უნდა ვითამაშო რუსეთში! შეიძლება ვინმემ თქვას, მისი გვარი აბულაძეა და ქართველიაო. თუმცა მამაჩემი, მიუხედავად იმისა რომ ქართველია, 17 წლის ასაკიდან რუსეთში ცხოვრობს. რუსეთის ნაკრებში თამაში და მუნდიალის მოგება ჩემი ოცნებაა.

- რამილ შეიდაევმა რუსეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა, ევროპის ჩემპიონი გახდა (17-წლამდელებში), "ზენიტში" გაიზარდა, მერე კი უცებ გაიხსენა აზერბაიჯანული ფესვები და თურქულ გუნდში სათამაშოდ წავიდა. დღეს აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს. რუსეთის ნაკრებში თუ არაფერი გამოგივიდათ, გაიხსენებთ საქართველოს?

- მამა ყოველთვის მახსენებს, რომ ქართული ფესვები მაქვს, მაგრამ მას უნდა, რომ რუსეთის ნაკრებში ვითამაშო. თუ სხვა ვარიანტი არ იქნება, ეს სხვა საქმეა... მაგრამ თუ რუსეთის ნაკრებში ყველაფერი კარგად წავა, ნაკრებს არ გამოვიცვლი.

- შეიდაევისთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა, რუსეთის 21-წლამდელთა ნაკრების ლიდერი იყო.

- არა, თუ ყველაფერი კარგად წავა, შეიდაევივით ნამდვილად არ მოვიქცევი.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.107627
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X