ფეხბურთი

14:00 | 22.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძეს პრემიერლიგაში იწვევენ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური “ემპოლის” თავდამსხმელ ლევან მჭედლიძეს ინგლისური გუნდები იწვევენ. gazzamercato-ს ინფორმაციით, ალბიონური კლუბები მზად არიან 26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერში 2 მილიონი ევრო გაიღონ. თუმცა, ნიშანდობლივია, რომ თავად მჭედლიძეს “ემპოლის” დატოვება არ სურს.

ქართველ ფორვარდს ტოსკანელებთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში უმთავრდება.

მჭედლიძე ბოლო დროს კარგად თამაშობს – უკანასკნელ ორ თამაშში სამი გოლი გაიტანა და “ემპოლის” საუკეთესო ბომბარდირია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116724