ფეხბურთი

2:17 | 22.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ველოსო 6 კვირას გამოტოვებს

“ჯენოას” ნახევარმცველი მიგელ ველოსო ტრავმის გამო 6 კვირა ვერ შეძლებს თამაშს – იუწყება ცნობილი გამოცემა Football Italia.

პორტუგალიელი მოთამაშე კვირას “პალერმოსთან” წაგებული (3:4) მატჩის 29-ე წუთზე დაშავდა და მოედნის დატოვება მოუწია. როგორც გაირკვა, მიგელს მარცხენა ფეხის ბარძაყი აქვს დაზიანებული და თამაშს დაახლოებით 45 დღე ვერ შეძლებს.

30 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში “ჯენოას” მაისური 16-ჯერ მოირგო, 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.113846