ფეხბურთი

23:25 | 21.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვაიგლმა "დორტმუნდთან" გაახანგრძლივა

გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა იულიან ვაიგლმა "დორტმუნდთან" კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი "ბორუსიას" რიგებში 2015 წლიდან ირჯება. გასულ სეზონში ფეხბურთელმა 51 მატჩი ჩაატარა და კარგი თამაშის წყალობით გერმანიის ნაკრებში თამაში დაიმსახურა. მიმდინარე სათამაშო წელს კი იულიანმა 22 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109276