ფეხბურთი

22:35 | 21.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" გრინი "შტუტგარტში" გაუშვა

ამერიკის შეერთებული შტატების და აწ უკვე მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი თავდამსხმელი ჟულიან გრინი 2019 წლის ივლისამდე "შტუტგარტის" ღირსებას დაიცავს. აღნიშნული ინფორმაცია მეორე ბუნდესლიგის კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. ფეხბურთელი ახალ გუნდში 37-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

გრინი მიუნხენელთა ახალგაზრდულ გუნდში 2009 წელს მივიდა და მთავარ გუნდში 2014 წელს დააწინაურეს. ამავე წელს "რეკორმაისტერებმა" თავდამსხმელი "ჰამბურგში" ერთი წლით გაანათხოვრეს. მიმდინარე სეზონში ჟულიანი მოედანზე ორ მატჩში გავიდა და ერთი გოლი გაიტანა.

"შტუტგარტი" მეორე ბუნდესლიგაში პირველი წრის შემდეგ 32 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება და ლიდერ "ბრაუნშვაიგს" ორი ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112171