ფეხბურთი

18:38 | 21.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანტი ხარა "საბურთალოდან" "რასინგში" წავიდა

25 წლის ესპანელი შემტევი სანტი ხარა "საბურთალოდან" სანტანდერის "რასინგში" გადავიდა. ხარამ "საბურთალოში" საქართველოს გარდამავალ ჩემპიონატში ორი გოლი გაიტანა, მათ შორის ერთი ბათუმის "დინამოსთან" გასვლაზე.

ამ გოლით გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა, ანუ ფლეი ოფში გააღწია, იქ კი თბილისის "დინამოსთან" დამარცხდა (0:1, 0:0). თუმცა მთლიანობაში, მთელი სეზონით რომ შევაფასოთ, ესპანელი ფორვარდი ძლიერად ვერ გამოიყურებოდა. სანტარდერის "რასინგი" კი ის გუნდი აღარაა, პრიმერადივიზიონის შუაგულში რომ ტრიალებდა და გრანდებსაც ხშირად ამწარებდა. ახლა სეგუნდა ბ-ში გამოდის.

0.12874