ფეხბურთი

17:53 | 21.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბერლუსკონი: “იუვეს” შესაჩერებლად მსაჯების შეცვლაა საჭირო”

იტალიური “მილანის” პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონის საინტერესო მოსაზრება აქვს ტურინის “იუვენტუსის” ჰეგემონიის დასამხობად. როგორც დონ სილვიომ იტალიელ ჟურნალისტებს განუცხადა, მსაჯების შეცვლაც საკმარისი იქნება.

“როგორც შევაჩეროთ “იუვენტუსი”? – ამისთვის საკმარისი იქნება იტალიაში ყველა მსაჯის და მსაჯთა კორპუსის შეცვლა”, - უპასუხა ირონიულად ბერლუსკონიმ.

იტალიაში “იუვე” – “მილანის” დაპირისპირება მთავარი სასაუბრო თემაა: 23 დეკემბერს, დოჰაში ეს გუნდები იტალიის სუპერთასზე შეხვედებიან ერთმანეთს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11324