ფეხბურთი

2:50 | 21.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდმა" წელი ცუდად, მაგრამ რეკორდით დაასრულა - მარიო გომესმა გოლის გემო გაიხსენა

გერმანიის ბუნდესლიგის XVI და 2016 წლის ბოლო ტური ოთხი მატჩით დაიწყო. მათგან უდაოდ გამოსარჩევია დორტმუნდის “ბორუსიას” მორიგი წაფორხილება, ამჯერად შინ “აუგსბურგთან”.

ტომას ტუხელის გუნდმა მიჯრით მესამე თამაში დაასრულა ფრედ და ასე თუ გააგრძელებს, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა გაუჭირდება. თუმცა, ამჟამად გუნდი მეოთხე ადგილზეა და ძალზე საგანგაშო მდგომარეობაში არ იმყოფება. და მაინც, “დორტმუნდი” ვალდებული იყო “აუგსბურგთან” მოეგო, მაგრამ ეს ვერ მოახერხა მიუხედავად კოლოსარული სათამაშო უპირატესობისა.

მეტიც, ტომას ტუხელის ბიჭებმა ტაიმი წააგეს დონგ ვონის გოლით, თუმცა, მეორე ნახევრის დასაწყისშივე უსმან დემბელემ გაქვითა. სხვათა შორის, ნიჭიერმა შემტევმა ბუნდესლიგაში “დორტმუნდის” მიერ გატანილ ბოლო ექვს გოლში უშუალო მონაწილეობა მიიღო: სამი თავად გაიტანა, სამჯერ ასისტენტის როლში მოგვევლინა. თუმცა, ეგ იყო და ეგ – მეტი “ბორუსიამ” ვეღარ შეაგდო და ფრეს დასჯერდა. ისე, მიუხედავად ვერმოგებისა, “ყვითლებმა” საინტერესო რეკორდი დაამყარეს: 1965 და 2002 წლის შემდგომ პირველად მოხდა, რომ წელი ისე ჩაამთავრა, სახლში არ წაუგია. 17 მატჩი, 12 მოგება, 5 ფრე – ასეთია 2016 წლის მონაგარი “სიგნალ იდუნა პარკზე”. ბუნებრივია, საუბარი მხოლოდ ბუნდესლიგის მატჩებზეა.

სხვა მატჩებიდან გამოვყოთ, გელზენკირხენის “შალკეს” მარცხი – “ხუმარებისგან” ეს ამბავი გასაკვირი არაა და არც მაშინ, როდესაც მარკუს ვაინციერლის გუნდი აუტსაიდერ და ყოვლად უსახური ფეხბურთის მქადაგებელ “ჰამბურგთან” აგებს... მოიგო “ვოლფსბურგმა”, რომელმაც მიჯრით მეორე თამაშში მოახერხა სამი ქულის აღება და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. “მგლებმა” ამჯერზე “გლადბახს” მისსავე მოედანზე არ დაუტოვეს შანსი. სამქულიანი გოლი კი, ვეტერანმა მარიო გომესმა შეაგდო. რაც შეეხება “ბორუსიას” – ანდრე შუბერტის უმუშევრად დარჩენის შესახებ საუბარი მანამდეც იყო და ახლა ხომ უფრო რეალური გახდა...

ფრანკფურტის “აინტრახტი” კი, წელს დიდი ალბათობით ოთხეულში დაასრულებს. ყოველშემთხვევაში, ნიკო კოვაჩის გუნდი ამჟამად მესამე ადგილზეა. “აინტრახტმა” 2016 წლის ბოლო მატჩში საკუთარ მოედანზე “მაინცი” დაიბრიყვა და დიდი ანგარიშით მოუგო – 3:0.

“დორტმუნდი” – “აუგსბურგი” 1:1 (0:1)

დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”

მაყურებელი: 81 360

“დორტმუნდი” (3-4-3): ვაინდეფელერი; გინტერი, ბარტრა (ბენდერი 46), მერინო; პულიშიჩი, ვეიგლი, გიოტცე, შმელცერი; დემბელე (შურლე 81), ობამეიანგი, კაგავა (კასტრო 71)

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

“აუგსბურგი” (4-2-3-1): ჰიტცი; ვერჰაეგი, გუველეუვი, ჰინტერეგერი, სტაფილიდისი; კორი (კაჩარი 78), ბაიერი; შმიდი, მორავეკი (ფოილნერი 73), ტეიგლი; დონგ ვონი (ალტინტოპი 90)

მწვრთნელი: მანუელ ბაუმი

გოლები: 0:1 დონგ ვონი (33), 1:1 დემბელე (47)

გაფრთხილება: კაგავა (69) – ბაიერი (52), სტაფილიდისი (65)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 23 (8) – 8 (3) ბურთის ფლობა: 68%-32% კუთხურები: 6:2 თამაშგარე: 1:4

მსაჯი: გუიდო ვინკმანი

“გლადბახი” – “ვოლფსბურგი” 1:2 (0:1)

გლადბახი, “ბორუსია პარკი”

მაყურებელი: 47 067

“გლადბახი” (4-4-2): სომერი; კორბი, კრისტენსენი, ვესტერგაარდი, ელვედი (დრმიჩი 83); აზარი, სტრობლი, დაჰუდი, ვენდტი; სტინდლი (ჰანი 73), რაფაელი

მწვრთნელი: ანდრე შუბერტი

“ვოლფსბურგი” (3-5-2): ბენალიო; ბრუმა, ლუის გუსტავო, ჰორნი; კალიჯური, სეგუინი (ბლაშჩიკოვსკი 83), გუილავოჯი, არნოლდი, გერჰარდტი; დრაქსლერი (კნოხე 90), გომესი (მაიორალი 87)

მწვრთნელი: ვალერიან ისმაილი

გოლები: 0:1 კალიჯური (3), 1:1 აზარი (52), 1:2 გომესი (57)

გაფრთხილება: სტინდლი (23) – არნოლდი (12), ბრუმა 33)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (4) – 18 (7) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: რობერტ კამპკა

“აინტრახტი” – “მაინცი” 3:0 (1:0)

ფრანკფურტი, “კომერცბანკ არენა”

მაყურებელი: 48 500

“აინტრახტი” (3-5-2): ჰრადეცკი; აბრაჰამი, ჰასებე, ვალეხო; ჩანდლერი, გაჩინოვიჩი (ბარკოკი 70), მასკარელი, ფაბიანი, ოცზიპკა; ჰრგოტა (ჰუსჟტი 90), რებიჩი (ტარაშაი 67)

მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი

“მაინცი” (4-2-3-1): ლოსლი; დონატი, ბელი, ჰაკი, ბროზინსკი; გბამინი, ლატცა; ონისივკო (ოზტუნალი 46), მალი (ხაირო 81), დე ბლასისი (სეიდელი 81); კორდობა

მწვრთნელი: მარტინ შმიდტი

გოლები: 1:0 ჰრგოტა (18), 2:0 ბარკოკი (75), 3:0 ჰრგოტა (85)

გაფრთხილება: ჰრგოტა (48), რებიჩი (53), მასკარელი (64)

გაძევება: კორდობა (56)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 11 (6) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 1:5

მსაჯი: გუნტერ პერლი

“ჰამბურგი” – “შალკე” 2:1 (0:0)

ჰამბურგი, “ვოლკ პარკ შტადიონი”

მაყურებელი:

“ჰამბურგი” (4-2-3-1): მატეინია; საკაი, ჯურუ, იუნგი, სანტოსი; ეკდალი, ოსტრზოლეკი; მიულერი, ვალდშმიდტი (ვუდი 59), კოსტიჩი (სპაჰიჩი 90); გრეგორიტში (ლასოგა 89)

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

“შალკე” (3-5-2): ფარმანი; კერერი, ჰიოვედესი, კოლასინაჩი; შოპფი (კაისარა 77), გორეცკა, გეისი (ავდიაი 69), ბენტალები, რაჰმანი; მეიერი, კონოპლიანკა (რესე 89)

მწვრთნელი: მარკუს ვეინციერლი

გოლები: 1:0 მიულერი (61), 2:0 ვუდი (82), 2:1 ავდიაი (90)

გაფრთხილება: იუნგი (42), მატეინია (90) - მეიერი (27), შოპფი (43), კერერი (76), ბენტალები (78)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (7) – 6 (3) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 3:6

მსაჯი: იოხენ დრისი

თეგებიბუნდესლიგა
0.111283