ფეხბურთი

2:24 | 21.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედლიძე კართან უშეცდომოა

იტალიის სერია A-ს ბოლო ორ მატჩში სამი გოლის გატანა შესძლო ლევან მჭედლიძემ. ეგ კიდევ არაფერი, მაგრამ “ემპოლის” ქართველ შემტევს საოცარი სტატისტიკა აქვს – ასპროცენტიანი მაჩვენებელი.

საქმე ისაა, რომ მჭედლიძემ “კალიარისთან” და “ატალანტასთან” მატჩებში მეტოქის კარის ჩარჩოში სამჯერ მოახვედრა ბურთი და სამჯერვე გოლი შეაგდო. აქვე, ისიც აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ორ თამაშში “ემპოლის” სხვა ფეხბურთელებს კარის ჩარჩოში საერთოდ არ დაურტყამთ. ანუ, არამარტო მჭედლიძეს, არამედ მთლიანად გუნდს აქვს ასეთი სტატისტიკა, რომელზეც ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი დასთანხმდებოდა...

საერთოდ, ლევანისთვის ძალზე წარმატებულად დასრულდა წელი: 2 მატჩში სამი გოლი. თანაც, აქამდე იტალიის მთავარ ლიგაში მიჯრით ორ თამაშში თავი არ გამოუჩენია. აქვე გეტყვით, რომ ქართველი “ემპოლის” საუკეთესო ბომბარდირია მიმდინარე სეზონში.

"ატალანტას" კარში გატანილი გოლი.

დუბლი "კალიარისთან".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110154