ავტოსპორტი

22:19 | 20.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

მასა „უილიამსს“ დაუბრუნდა

შეგვეძლო დაგვეწერა, რომ ვალტერი ბოტასი „მერსედესში“ გადავიდა, მაგრამ ჯერჯერობით ლაპარაკია მხოლოდ იმსაზე, რომ ფელიპე მასამ „უილიამსთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფინლი პილოტისთვის გუნდში ადგილი აღარ რჩება. ანუ მას ცალი ფეხი უკვე „მერსედსში“ აქვს, სადაც ჩემპიონ ნიკო როსბერგის წასვლის შემდეგ გამოთავისუფლებული ადგილი ელის.

უნდა ითქვას, რომ ოფიციალური არც ის ინფორმაციაა, რომელიც ბრაზილიურ მედაში გავრცელდა და რომლის მიხედვითაც, ბრაზილიელმა პილოტმა უკვე გააფორმა კონტრაქტი. ბრაზილიური „გრანდ პრემიოს“ ინფორმაციით, მასას სულ რამდენიმე დღე დასჭირდა იმისათვის, რომ დაბრუნების გადაწყვეტილება მიეღო.

იმავე გამოცემის ცნობით, ბოტასამდე „მერსედესს“ ჯერ ფერნანდო ალონსოს „მაკლარენიდან“ გადაბირება უცდია, შემდეგ კი „ფორს ინდიადან“ ნიკო ჰულკენბერგის წაყვანა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი უოკინგელების და „ჰონდას“ ერთგული დარჩა, ჰულკენბერგს კი უკვე „რენოსთან“ ჰქონდა კონტრაქტი გაფორმებული.

ბოტასის სანაცვლოდ, „უილიამსს“ გუნდში გამოცდლი პილოტი ესაჭიროებოდა, რადგან მას უკვე გაფორმებულ აქვს კონტრაქტი ახალბედა კანადელ ლანს სტროლთან, ვინც ჯერ მხოლოდ 18 წლისაა. მას წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ სადებიუტო სეზონში გამოცდილი თანაგუნდელი სჭირდება. გუნდში გამოცდილი პილოტის ყოლა, ტიტულოვან სპონსორ „მარტინის“ მოთხოვნცაა, რომელსაც საპრომოუტერო აქციებისას, ცნობილ სახესთან მუშაობა სურს და არა პერსპექტიულ თინეიჯერთან.

მალე სხვა გადანაცვლებებიც არის მოსალოდნელი. ჯერ ერთი გადაწყვეტილია, რომ „უილიამსს“ ტექნიკური დირექტორი პეტ სიმონდსი დატოვებს. სავარაუდოდ, სიმონდსის ადგილს პად ლოუ დაიკავებს, რომელიც „უილიამსს“ „მერსედესიდან“ დაუბრუნდება. პად ადრე სწორედ „უილიამსში“ მუშაობდა, საიდანაც ჯერ „მაკლარენში“ წავიდა, იქიდან კი სამქიმიანებში.

0.111743