ფეხბურთი

17:17 | 20.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფელაინი “მილანში” გადადის

“მანჩესტერის” ბელგიელი ფეხბურთელი მარუან ფელაინი შესაძლოა ზამთარში იტალიაში აღმოჩნდეს. The Times-ის ინფორმაციით, “მილანი” დაინტერესებულია ფელაინის სამსახურით. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მარუან ფელაინის “მანჩესტერთან” კონტრაქტი 2018 წელს ეწურება. მისი თამაშით კი, ჟოზე მოურინიო მოხიბლული არაა.

აღსანიშნავია, რომ “მილანის” გენერალურმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ გუშინ იტალიურ პრესასთან საუბრისას, იანვარში ფეხბურთელების დამატება გამორიცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109369