სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ფეხბურთი

15:57 | 20.12.2016 | ნანახია 5222 - ჯერ

“დიდი ფეხბურთელობისთვის ყველაფერი გაქვს” – მჭედლიძის ინტერვიუ Gazzetta dello sport-თან
“იმედია, მიმდინარე სეზონში ორნიშნა რიცხვზე ავალ – ცუდი წარსულში დარჩა”

“ემპოლის” ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე სერია A-ს უკანასკნელ ტურში დუბლით გამოირჩა. ლევანი იტალიური მედიის უყურადღებობას არასდროს უჩიოდა, მაგრამ ახლა ინტერესმა უფრო იმატა. ავტორიტეტულმა გამოცემა “გაძეტა დელო სპორტმა” 26 წლის ქართველთან საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ამჟამინდელ მდგომარეობაზეცაა საუბარი და წარსულზეც.

მჭედლიძის განცხადებით, იგი შეიცვალა და ახლა სხვა ადამიანია, ვიდრე წარსულში გახლდათ. აპენინელ ჟურნალისტს ლევანმა ისიც უთხრა, სეზონში მინიმუმ 10 გოლის გატანას ვაპირებო...

ინტერვიუში საუბარი ბერგამოს “ატალანტასთან” შეხვედრაზეცაა, რომელიც დღეს გაიმართება. ეს წლის ბოლო მატჩი იქნება ამ ორი გუნდისთვის და მერე საშობაო არდადეგებზე მოუწევთ გასვლა.

- რა შეიცვალა ფეხბურთელ ლევან მჭედლიძის ცხოვრებაში?

- ამჟამად უფრო გაწონასწორებული ვარ. ფიზიკურადაც კარგად ვგრძნობ თავს და როგორც ხედავთ, მშვიდი სახეც მაქვს. მოედანზე ბოლომდე ვიხარჯები და გუნდისთვის ყველაფერს ვიღებ. სანამ ასე არ იყო, ბედნიერი არ ვიყავი. ამისთვის ძალიან ბევრი და მძიმე შრომა მომიწია.

- თქვენს კარიერაში იყო ხანგრძლივი სიჩუმე და იშვიათი გამონათებები..

- როდესაც ვამბობ, შაბათამდე, პირველ ყოვლისა ვგულისხმობ წარსულს. როდესაც ვიყავი უფრო ახალგაზრდა, როდესაც ვიყავი იტალიაში ჩემი ოჯახის გარეშე. ეს ყველაფერი გავლენას ახდენდა კარიერაზეც. ახლა სულ სხვა ადამიანი ვარ.

- “პალერმოდან” წახვედით საშობაო არდადეგებზე და უკან აღარასდროს დაბრუნებულხართ...

- ყველაფერი იმის ბრალი იყო, რომ დელიო როსისთან ყოველთვის უთანხმოება მქონდა. პირველ გუნდთან ყოფნის საშუალებას არასდროს მაძლევდა. 2010 წლის იანვარში ვფიქრობდი გუნდიდან წასვლას და ასე დავრჩი საქართველოში ჩემს ოჯახთან. ხელმძღვანელობამ გუნდიდან ჩემი გაშვება გადაწყვიტა, მაგრამ მე მქონდა ჩემი მიზეზები და სიმართლე.

- დიდი იმედგაცრუება საბატინისგან...

- ამის გამო მართლაც ვწუხვარ. შემიძლია ვთქვა, რომ საბატინი დიდი მენეჯერია. თუმცა, კარიერის იმ ეტაპზე ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც საჭირო იყო – ყოველთვის ტრიბუნზე ვიჯექი და არა მოედანზე. შემდეგ იყო “ემპოლი”, კლუბი, რომელსაც ჩემი ყოველთვის სჯეროდა.

- ჩამოაქვეითეთ მასიმო მაკარონე და ალბერტო ჯილარდინო...

- ჯოვანი მარტუსკიელო იმას ათამაშებს, ვინც მოცემულ მომენტში უკეთ გამოიყურება. ეს მისი პრინციპია, რომელიც შთააგონებს მის სამუშაოს. მას თავისი არჩევანი აქვს და მე ეს უნდა მივიღო თუნდაც ვიჯდე სკამზე. შემდეგ მზად ვარ მოედანზე შესასვლელად.

- ბევრი ისწავლეთ მათგან?

– ბევრი, შეუძლებელია ასე არ იყოს. მაკარონე და ჯილარდინო ჩემპიონები არიან, ორი თავდამსხმელი, რომელთაც კარიერაში ყოველთვის თან გოლები დაჰყვებოდათ. მათ ვაკვირდებოდი ყურადღებით ვარჯიშებზე და თამაშებზე. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი რამ ვისწავლე ედინსონ კავანისგან, ფაბრიციო მიკოლისგან და ფრანჩესკო ტავანოსგან.

- 26 წლის ასაკში სერია ა-ში მეორე შანსი მიიღეთ. ვინ არის თქვენს გვერდით?

- ჩემი მეუღლე ხატია და შვილები: სოფია და გიო, ასევე ჩემი ოჯახი საქართველოდან. მამაჩემი კარლო, ყოველთვის მეუბნება: “ყველაფერი გაქვს დიდი ფეხბურთის სათამაშოდ, ჯერი შენზეა”.

- “ემპოლი” როგორც იქნა ფეხზე წამოდგა...

- ვფქრობ, რომ კი. “კალიარის” დამარცხება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ახლა კი, საჭიროა ასე გავაგრძელოთ და გამოვაჩინოთ გადარჩენის კონტურები.

- პეტანიასთან დუელი გელით (“ატალანტას” ფორვარდი – ავტ)...

- ძალიან კარგი თავდამსხმელია ნამდვილად. იმედია, ჩვენს წინააღმდეგ გოლს ვერ გაიტანს. ჩემი მხრივ, კარგია თუ გოლს გავიტან, მაგრამ მთავარია გუნდმა მოიგოს. უბრალოდ, ახლა უფრო თავისუფლად ვარ და ვგრძნობ, რომ შემიძლია გუნდს გამოვაგდე.

- მიზანი 10 გოლზე ასვლაა?

- რა თქმა უნდა. იმედი მაქვს, რომ “ატალანტასაც” გავუტან, რომელიც ძალიან ძლიერი გუნდია. თუმცა, ჩვენს თამაშზე უნდა ვიფიქროთ და გასვლით მატჩებშიც შეტევაზე ვიზრუნოთ.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
02:05 | 21.12.2016
ACE-VENTURA (78)

სენ გენაცვალე ლევან ,დაცინეთ კიდევ,გამოიღეეე ატალანტაააააააააააააა

01:25 | 21.12.2016
ბაგი-რეი (513)

კიდევ დუბლი გვინდა კიდევ დუბლი.

01:22 | 21.12.2016
UNITY (6703)

საღოლ ლევან.
დღეს ჩვენი ნ1 ცენტრფორვარდია.

02:06 | 21.12.2016
ACE-VENTURA (78)

მგონი სერია ა სიც

01:06 | 21.12.2016
ACE-VENTURA (78)

სენ გენაცვალე ლევან ,დაცინეთ კიდევ,გამოიღეეე ატალანტაააააააააააააა

01:00 | 21.12.2016
samtrediel (7359)

მჭედლიძემ ტენა ატალანტას. ეს უკვე სურპრიზია.

20:20 | 20.12.2016
ogafa (3690)

ძალიან კარგი თავდამსხმელია

17:46 | 20.12.2016
ilia_juventus (612)

ეს თუ ათამაშდა.. იფიფიფიფ...

16:48 | 20.12.2016
korben dallas (4629)

მიაწექი ლევანჩიკ. მთავარია ფუფუა არ გეტკინოს და 10 გოლს როგორ ვერ გაიტან ? შარშან დაჟე მაზილა იგუაინმა გაიტანა 11 DDDDDDDDDD
დიდი ფეხბურთელობისთვის ყველაფერი გაქვსო - ვიფიქრე ან არიგო საკიმ უთხრა კომპლიმენტი, ანდა კაპელომ შეაქო თქო... თურმე მამამისს უთქვამს DDDDDDDDD
ისე მართლა, ქართველებიდან ვინც იტალიაში ითამაშა, ყველას მამას კარლო რატომ ქვია ? DDDDDDDD

18:06 | 20.12.2016
iloreli (797)

თუ ძმა ხარ გოლის აღნიშვნისას ბანერს რო გადააახტა თვალები დავხუჭე რამე არ იტკინოსთქო.

ევასებათ იტალიელებს ბრენდები, კარლო და შესაბამისად მისი პროდუქციაც ხოდშია

19:17 | 20.12.2016
korben dallas (4629)

კარლოს პროдუქცია ბურატინოც იყო дა იმეдია ესეც არ გახევдება ისევ дა 19 თამაშიან უგოლო სერიას აღარ გამოაცხობს DDDDDDDDD

22:08 | 20.12.2016
korben dallas (4629)

19 თვიანს უფრო სწორეд. ყოველ 19 თამაშში რო გოლს იტანдეს, რაღა გვიჩირს ? DDDD

16:16 | 20.12.2016
iloreli (797)

კალაძე
2001–2010 Milan 194 (12)
მჭედლიძე
2007– Empoli 135 (13)

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 531
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.074208