ფეხბურთი

1:00 | 20.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგის მე-15 ტურის სიმბოლური

ცნობილმა გერმანულმა გამოცემამ Kicker–მა ბუნდესლიგის მე-15 ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, სამი მოთამაშე “დორტმუნდიდან” მოხვდა, რომელმაც პარასკევს “ჰოფენჰაიმთან” გასვლაზე ფრედ ითამაშა (2:2).

ტურის საუკეთესო გუნდი ასეთია:

მეკარე: ლენო (“ლევერკუზენი”);
მცველები: ჰინტერეგერი (“აუგსბურგი”), ბრუმა (“ვოლფსბურგი”), სუტნერი (“ინგოლშტადტი”), კადერაბეკი (“ჰოფენჰაიმი”);
ნახევარმცველები: ლატცა (“მაინცი”), ფორსბერგი (“ლაიფციგი”), გიოტცე, დემბელე (ორივე “დორტმუნდი”);
თავდამსხმელები: ვერნერი (“ლაიფციგი”), ობამეიანგი (“დორტმუნდი”).

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11392