ფეხბურთი

19:50 | 19.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ბონუჩიმ “იუვესთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა

იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსთან” ცენტრალურმა მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ ახალი კონტრაქტი გააფორმა. როგორც “ბებერი ქალბატონის” ვებგვერდი იტყობინება, 29 წლის ფეხბურთელი ტურინში 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ძველი ხელშეკრულება ბონუჩის 2020 წელს ეწურებოდა.

აღნიშნული ფაქტით ბოლო მოეღო იმ ჭორებს, რომლის თანახმადაც ლეონარდო ხან “მანჩესტერ სიტიში” გადადიოდა, ხანაც ლონდონის “ჩელსიში”. ყოველ შემთხვევაში, ორივე ზემოხსენეული გუნდი მზად იყო დიდი თანხა გაეღო იტალიელი მცველის სანაცვლოდ.

ლეონარდო ბონუჩი “იუვენტუსში” 2010 წლიდან მოყოლებული თამაშობს და დღემდე გუნდის შავ-თეთრი მაისურით ჩატარებულ 291 შეხვედრაში 16 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100329