ფეხბურთი

12:56 | 19.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "ლოკომოტივი" ათმა ფეხბურთელმა დატოვა

თბილისის "ლოკომოტივში" დიდი ცვლილებებია - გუნდი ათმა ფეხბურთელმა დატოვა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, "ლოკომოტივს" დაემშვიდობნენ: ვაჟა ქიქავა, გიორგი ღვინაშვილი, ომარ პატარკაციშვილი, ბექა მახარაძე, ნიკოლოზ წივწივაძე, ირაკლი კლიმიაშვილი, გიორგი გეთიაშვილი, დავით ჩაგელიშვილი, ალეკო მზევაშვილი და დავით დარციმელია.

"კონტრაქტი ყველა ფეხბურთელთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. თბილისის "ლოკომოტივი" მადლობას უხდის მათ გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებებს უსურვებს საფეხბურთო კარიერაში" - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

"ლოკომოტივი" აწ უკვე დასრულებულ სეზონში "თეთრ ჯგუფში" ასპარეზობდა, სადაც მეოთხე ადგილს დასჯერდა და მომავალი სეზონისთვის პროლიგა 1-ის საგზური კი მოიპოვა, თუმცა წელს პლეი ოფს მიღმა დარჩა. აქვე შეგახსენებთ, რომ გუნდს ოქტომბერში მთავარი მწვრთნელი შეეცვალა - არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო ესპანელ ჟერარდ სარაგოსას მოუწია პოსტის დატოვება და მისი ადგილი გიორგი დევდარიანმა დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110121