სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ბლოგი

13:25 | 18.12.2016 | ნანახია 2224 - ჯერ

ნაგავი და “კაიბიჭობა”

წინა თვეში ორჯერ მომიწია “ლოკომოტივის” სტადიონზე მისვლა და ორივეგან რაც თვალი მომხვდა, ის იყო, რომ სტადიონის ტრიბუნები ნაგვით იყო სავსე და სკამზე ჩამოჯდომა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. სკამები იყო ტალახიანი და სველი და მათ გაწმენდას მოხერხების გარდა მთელი რიგი სადეზინფექციო საშუალებები ჭირდებოდა. ერთი სიტყვით, ამ სტადიონზე საშინელი ანტისანიტარია სუფევდა და ეს ბევრისთვის სამწუხაროდ ბუნებრივი ამბავი გახდა.

ამასწინათ ქუჩაში ერთი ნაცნობი შემხვდა, რომელმაც რატომღაც საჭიროდ ჩათვალა, რომ თავისი ყოფითი პრობლემები ჩემთვის გაემხილა. როგორც გაირკვა ეს კაცი ყველაზე მეტად იმ სიბინძურესა და ანტისანიტარიას უჩიოდა რაც მისივე თქმით მოუგვარებელი პრობლემა იყო საცხოვრებელი კორპუსის ბინადართათვის.

"ბავშვი ცურვაზე დამყავდა და გამოვიყვანე, რადგან წყალს ხშირად არ ცვლიდნენ და საშინელი სიბინძურე იყო. სახლში კიდევ სადარბაზოში შესვლა მეზიზღება ისეთი საზიზღარი სუნია და იმდენი ნაგავი ყრია ფეხს ვერ აუქცევ" - შემომჩიოდა ისე, თითქოს, სპორტის სამინისტროს ან მერიის თანამშრომელი ვიყო და ქალაქის დასუფთავების სამსახურს ვხელძღვანელობდე. მერე იმით დავინტერესდი მისი მეზობლები და თვითონ რატომ არ წმენდდნენ დანაგვიანებულ სადარბაზოს და იცით რა მითხრა?! "დავწმინდო, რა მენაგვე კი არა ვარ? რას მიკეთებს მერია, მოვიდნენ, კეთილი ინებონ და დამიწმინდონ".

ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ სურვილი გამიჩნდა ეს კაცი და მისი "არამენაგვე" მეზობლები მაშინ მენახა ნაგვის მზრდადი გროვა მათ სახლებამდე როცა მიაღწევდა და შვილის საძინებელ ოთახში კურატივით ჩასუქებულ დედალ-მამალ ვირთხებს რომ იპოვიან.

გასაგიჟებელი ამბავია პირდაპირ. ხალხი გვქვია, არჩევნებს ვატარებთ, გაეროს დოქტრინის მართებულობაზე ვმსჯელობთ და ჩვენი სახლის შორი-ახლოს დაყრილი ნაგავი ვერ გადაგვიყრია. სტადიონებზე არსებულ სიბინძურეს ვეგუებით, ნაგვის გატანა "გვიტყდება", "ტაჭკების" თრევა "გვიტყდება", ხეების დარგვა არ გვინდა, სკვერებში ნაგვის დამყრელ ღლაპებს ყურებს არ ვუწითლებთ და მაინც ურცხვად ვაცხადებთ პირველი ევროპელები ვართო. ღიმილის მომგვრელიც კი აღარ არის ეს..

თბილისზე ბევრად პატარა გერმანიის ქალაქ ერფურტში 200-ზე მეტი სამეზობლო ამხანაგობაა შექმნილი, თბილისში კი მხოლოდ 2. ერფურტს არანაერი განსაკუთრებული ისტორია არ გააჩნია, მაგრამ ქალაქის ერთადერთი მუზეუმის ეზოში "ბიჩოკის" დაგდებას არავინ იკადრებს, გერმანიის გაერთიანების შემდეგ ამერიკული კრედიტით გერმანიაში გზების დაგება და ფასადების ღებვა მასიურად, რომ დაიწყეს ერფურტელები ერთად მსჯელობდნენ რომელ სახლს რა ფერის ფასადი მოუხდებოდა და მასონები არავის მოლანდებია.

დღეს ერფურტის საფეხბურთო გუნდი სადღაც "ჭ" ლიგაშია და ყველამ იცის, რომ გუნდს, რომ ეშველოს სტადიონზე ბოთლები კი არ უნდა ისროლო და მსაჯს აგინო, არამედ აბონიმენტები უნდა იყიდო და პატიოსნად უნდა უგულშემატკივრო, სანამდეც შეგეძლება და როდემდეც შეგეძლება. ჩვენთვის კი ეს ყველაფერი ჯერ-ჯერობით უცხოა და ამიტომაცაა, რომ დაუფარავი აღტაცებით და ფარული შურით შევცქერივართ ევროპის დაგვილ, დასუფთავებულ ქალაქებს სადაც ხალხს ნაგვის დაყრის გამო პოლიცია მიარბენინებს და "აქ პარკი არ დააგდოო" უცხო კაცისთვის ამის მითითება "არაკაიბიჭურ" საქციელად სულაც არ ითვლება.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:04 | 21.01.2017
arsena8 (63)

რაო , ჩაგახედათ ბიძინამ სარკეში!? ეგა ხართ რაცა ხართ, ეგაა ბიძინობა, არმანი, "ტიგროვი" ბოტასები ნაგავი !

11:02 | 19.12.2016
BEERTRANCE (91244)

და ცალკე თემა, რო ჰიტლერია საჭირო რო ვინც ლიფტში და სადარბაზოებში ეწევა რო მიხედოს. ამათ ნამდვილად არაფერი ეშველებათ და შვილებსაც ეგეთ ვიგინდარებად გაზრდიან.

11:01 | 19.12.2016
BEERTRANCE (91244)

მიტომაც ვართ გრუზლანდია და ღორლანდია. ჩემი სადარბაზოც სანაგვეა. და ჩემს გარდა არავის აწუხებს. 1 10-ჯერ გავწმინდე მარა რათ გინდა, 3 საათსაც ვერ ძლებს სისუფთავე, ნაგვის და მზღნერის სუნი მშობლიურივით აქვთ ხალხს. სისუფთავის სუნზე გახდებიან ცუდად მალე.

19:50 | 18.12.2016
salazar (1050)

რა პოლიცია მიარბენინებს ) რა სისულელეა, სისუფთავე იმათი კულტურის ნაწილია უკვე დიდი ხანია, არ ანაგვიანებენ იმიტომ, რომ მენაგვე ის არის ვინც ანაგვაინებს და არა ის ვინც ალაგებს, ხოდა უტყდებათ მენაგვეობა.
შეგნების გამო არ ყრიან და არა პოლიციის შიშის გამო. შიშით შეიძლებ აქ არ დააგდოს ვინმემ

რას არ გაიგებს კაცი..

17:46 | 18.12.2016
ედემი (3260)

გეთანხმებით და სანამ სისუფთავის დაცვა და მუშაობა "ტეხავს" საქართველოში არაფერი გვეშველება, მაგრამ, არის კიდევ ერთი პრობლემა, აი მაგალითად რეგიონებში სანაგვე ყუთის პოვნა ძალიან გაგიჭრდებათ.. რამდენჯერ ამომიტანია ნაგავი სახლში იმის გამო, რომ სანაგვე ყუთი ფიზიკურად ვერ ვნახე. ხელისუფლებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაჭრას ეს პრობლემა. 1. სანაგვე ურნები ყველგან, სადაც საჭიროა და 2. კანონი აამოქმედოს, ვინც ანაგვიანებს, დაისაჯოს მკაცრად!

15:20 | 18.12.2016
korben dallas (4629)

ნაგვის გაдასაყრელაд რომ მივдივარ, სანამ ურნამдე მივაღწევ გზაдაგზა ათასგვარ პარკს, კოლოფს, ქაღალдებს дა შპრიცებს წამოვკრეფ ხოლმე дა უნдა ნახოთ, რამдენი дამცინავი მზერა შემეფეთება ხოლმე. ეს ის ხალხია, ნაგვის ურნამдე მიტანა რომ ეზარება дა იქვე საдარბაზოსთან ტოვებენ.
კარგია პატივცემულო ავტორო, რომ ასეთ მტკივნეულ თემაზე წერ, მაგრამ საინტერესოა - ღორებმა თუ იციან კითხვა ?

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 531
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.23705