ფეხბურთი

23:55 | 17.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ჩელსის” ზედიზედ მე-11 გამარჯვება

პრემიერლიგის მე-17 ტურის პირველ სათამაშო დღეს 6 შეხვედრა გაიმართა. გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი ლონდონის “ჩელსი” გასვლაზე თანაქალაქელ “კრისტალ პალასს” დაუპირისპირდა და ზედიზედ მე-11 გამარჯვება მოიპოვა.

“არისტოკრატებმა” წინა ორი მატჩის მსგავსად 1:0 იმარჯვეს. ერთადერთი გოლის გატანა 43-ე წუთზე დიეგო კოშტამ მოახერხა, რომელმაც ახლო მანძილიდან თავით შეაგდო. დიეგოს მიმდინარე პერმიერლიგაში მე-13 გოლი გაიტანა, რაც ამ მომენტისთვის საუკეთესო მაჩვენებელია.

“ჩელსის” 24 სექტემბრის შემდეგ პრემიერლიგაში ყველა მატჩი მოგებული აქვს და უახლოეს მდევრებს “ლივერპულს” და “არსენალს” 9-9 ქულით უსწრებს, რომლებიც თავიანთ მატჩებს კვირას და ორშაბათს ჩაატარებენ.

ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო “მანჩესტერ იუნაიტედმა”, რომელმაც ზლატან იბრაჰიმოვიჩის დუბლით სტუმრად “ვესტ ბრომვიჩს” სძლია. შვედმა ფორვარდმა ანგარიში მე-5 წუთზე გახსნა: ლინგარის კარგ ჩაწოდებულს თავი კარგად დაახვედრა და ბენ ფოსტერი უსაქმოდ დატოვა. მეორე ბურთი კი, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე შეაგდო, თუმცა ოდნავ გაუმართლა კიდეც: ზლატანმა 56-ე წუთზე ორი მეტოქე ჩამოიშორა და კარში დაარტყა, ბურთი მოწინააღმდეგის მცველს მოხვდა და ფოსტერისგან შორეულ კუთხეში აღმოჩნდა – 0:2.

მოქმედი ჩემპიონი “ლესტერი” სტუმრად “სტოკს” ეთამაშა და უდიდესი ძალისხმევის ხარჯზე მოახერხა ქულის მოპოვება. “მელიებს” 28-ე წუთზე ჯეიმი ვარდი გაუძევეს და ტაიმის ბოლოს ორი ბურთი გაუშვეს, თუმცა ძალების გამონახვა მაინც შეძლეს და ურთულეს სიტუაციაში ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. 74-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში შეამცირეს და ამის გაკეთება შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა შეძლეს: დემაირეი გრეის ჩაწოდებულს ლეონარდო ულოა გამოეხმაურა და თავური დარტყმით ანგარიში შეამცირა, ხოლო 88-ე წუთზე კრისტიან ფუქსის ჩაწოდებულს უკვე ამარტის ზუსტი თავური მოჰყვა – 2:2.

“მიდლსბრომ” “სუონსის” უმასპინძლა და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. პირველ ტაიმში ალვარო ნეგრედომ დუბლი გაიფორმა, ხოლო მეორე ნახევარში ანგარიში დე როონმა გაზარდა – 3:0.

“სანდერლენდმა” შინ “უოტფორდი” მიიღო და ვან აანჰოლტის გოლით აჯობა. ასეთივე ანგარიშით იმარჯვა “ვესტ ჰემმა”, რომელმაც საკუთარ მოედანზე “ჰალი” მიიღო და შინ უქულოდ გაუშვა.

კრისტალ პალასი – ჩელსი 0:1 (0:1)

ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”

კრისტალ პალასი (4-2-3-1): ჰენესი, დანი, დელანი, იარდი, კელი (ფრიერსი 84), მაკარტური, ლედლი, პანჩონი (თაუნსენდი 77), კაბაიე (კემპბელი 79), ზაჰა, ბენტეკე.
მწვრთნელი: ალან პარდიუ

ჩელსი (3-4-3): კურტუა, ლუისი, კეჰილი, აზპილიკუეტა, მატიჩი, კანტე, ალონსო, მოზესი (ივანოვიჩი 79), ვილიანი (ფაბრეგასი 64), აზარი, კოშტა (ბაჩუაი 89).
მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გოლი: კოშტა (44)
გაფრთხილებები: იარდი, დელანი – კოშტა, კანტე, ფაბრეგასი
მსაჯი: ჯონათან მოსი

მიდლსბრო – სუონსი 3:0 (2:0)

მიდლსბრო, “რივერსაიდ სთედიუმი”

მიდლსბრო (4-3-3): ვალდესი, ჩემბერსი, გიბსონი, ბარაგანი, ფაბიო (ა.ტრაორე 87), დე როონი, ფორშოუ, კლეიტონი, ფიშერი (დაუნინგი 12), გ.რამირესი (ფრენდი 62), ნეგრედო.
მწვრთნელი: აიტორ კარანკა

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, ამატი, მოუსონი, რანხელი, ნ.ტეილორი, ბრიტონი (ფერი 70), ფულტონი, სიგურდსონი, ბაროუ (ბასტონი 59), რუტლიჯი (მონტორო 77), ლორენტე.
მწვრთნელი: ბობ ბრედლი

გოლები: 1:0, 2:0 ნეგრედო (18; 29), 3:0 დე როონი (58)
გაფრთხილებები: ნეგრედო
მსაჯი: ნილ სვერბრიკი

სტოკი – ლესტერი 2:2 (2:0)

სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”

სტოკი (4-2-3-1): გრანტი, ინდი, შოუკროსი, პიტერსი, გ.ჯონსონი, იმბულა, ველანი (სობი 92), ალენი, დიუფი, კრკიჩი (ადამი 83), უოლტერსი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, მორგანი, ჰუტი, ფუქსი, სიმპსონი, ამარტი, კინგი, მაჰრეზი (მუსა 80), ოლბრაიტონი (დ.გრეი 72), სლიმანი (ულოა 72), ვარდი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

გოლები: 1:0 კრკიჩი (39 პენ.), 2:0 ალენი (45+3), 2:1 ულოა (74), 2:2 ამარტი (88)
გაფრთხილებები: გ.ჯონსონი, პიტერსი – სიმპსონი, კინგი, სლიმანი, ფუქსი, ოლბრაიტონი, ჰუტი
გაძევება: ვარდი (28)
მსაჯი: კრეიგ პოუსონი

სანდერლენდი – უოტფორდი 1:0 (0:0)

სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”

სანდერლენდი (4-2-3-1): პიკფორდი, კონე, ჯილობოჯი, ლავი (ლარსონი 88), ვან აანჰოლტი, დენაიერი, ნდონგი, იანუზაი (ოში 80), ბორინი (ხაზრი 95), ანიჩებე, დეფო.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

უოტფორდი (4-4-2): გომეში, პროდლი (კაბასელე 31), ბრიტოსი, ქაბული (ჯანმაატი 78), ჰოლებასი, კაპუ, ბეჰრამი, ამრაბატი, ზუნიგა (საკსესი 56), დინი, იგალო.
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი

გოლი: ვან აანჰოლტი (49)
გაფრთხილებები: იანუზაი – ბეჰრამი, ქაბული
მსაჯი: რობერტ მედლი

ვესტ ჰემი – ჰალი 1:0 (0:0)

ლონდონი, “ოლიმპიური სტადიონი”

ვესტ ჰემი (3-4-2-1): რენდოლფი, რიდი, ოგბონა, კუაიტე, ობიანგი (ე.ფერნანდესი 46), ნობლი, კრესველი, ანტონიო, პაიე (ნორდტვეიდი 93), ლანცინი (ა.აიუ 46), კეროლი.
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

ჰალი (3-5-1-1): მარშალი, კ.დევისი, დოუსონი, მაგუირე, ჰალდსტოუნი (ბოუენი 86), ლივერმორი (ჰენრიკსენი 69), კლუკასი, რობერტსონი, ელმოჰამადი, სნოდგრასი, მბოკანი (დიომანდე 70).
მწვრთნელი: მაიკლ ფელანი

გოლი: ნობლი (76 პენ.)
გაფრთხილებები: ობიანგი, ნობლი – ლივერმორი, დოუსონი, ჰენრიკსენი, მაგუირე
მსაჯი: ლი მეისონი

ვესტ ბრომვიჩი – მანჩესტერ იუნაიტედი 0:2 (0:1)

ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი, ოლსონი, მაკოლი, დოუსონი (მორისონი 74), ნიომი, იაკობი, დ.ფლეტჩერი, ჩადლი (ლეკო 82), ფილიპსი (რობსონ-კანუ 81), ბრანტი, რონდონი.
მწვრთნელი: ტონი პულისი

მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-3): დე ხეა, როხო, ჯონსი, ა.ვალენსია, დარმიანი, კერიკი, ერერა (სმოლინგი 92), პოგბა, ლინგარდი (რეშფორდი 77), რუნი (ფელაინი 84), იბრაჰიმოვიჩი.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: იბრაჰიმოვიჩი (5; 56)
გაფრთხილებები: დოუსონი, რონდონი, ბრანტი – იბრაჰიმოვიჩი, ლინგარდი, როხო
მსაჯი: ენტონი ტეილორი

0.186662