ჭიდაობა

17:03 | 17.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფალავნობას 8 საუკეთესო შემორჩა

ქართულ ჭიდაობაში, საქართველოს 2016 წლის აბსოლუტური ფალავნის ტიტულისთვის ბრძოლას 8 მოჭიდავე აგრძელებს. დიღომში, "ახალი თბილისის” ფრენბურთის დარბაზში მიმდინარე ყოველწლიურ პრესტიჟულ შეჯიბრებაზე ოთხ წონით კატეგორიაში, 80, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდნენ ფინალისტები და სწორედ ისინი დაწყვილდებიან აბსოლუტური ფალავნობის მეოთხედფინალებში.

80 კილოგრამში ფინალში გიორგი კაციაშვილი და გიორგი მახარაშვილი იჭიდავებენ. 90 კილოგრამში – მოქმედი ფალავანი პაატა ღვინიაშვილი და გიორგი პაპუნაშვილი. 100-ში - გიორგი კობაიძე და ლაშა ტაველური, ხოლო +100-ში - უშანგი კოკაური და ონისე ბუღაძე.

გადამწყვეტი შეხვედრების პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი 17 საათიდან შემოგვთავაზებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115934