ფეხბურთი

22:07 | 16.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

რაფინიამ "ბაიერნთან" გაახანგრძლივა

ბრაზილიელმა მარჯვენა გარემარბმა რაფინიამ მიუნხენის "ბაიერნთან" კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა და გუნდში 2018 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

რაფინია "რეკორდმაისტერებს" 2011 წელს "ჯენოადან" შეუერთდა და მას შემდეგ ჩატარებულ 186 მატჩში 4 გოლი გაიტანა. "ბაიერნთან" ერთად ბრაზილიელმა 12 ტიტული მოიგო, მათ შორის 4-ჯერ ბუნდესლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116305