ფეხბურთი

11:20 | 15.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლემარი ლიგა 1-ის ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელია

“მონაკოს” ახალგაზრდა ვინგერი ტომას ლემარი ლიგა 1-ის ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნულ ინფორმაციას “მონეგასკების” ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

21 წლის ფეხბურთელმა გამოკითხვაში ხმების 42% დააგროვა. მან პსჟ-ს თავდამსხმელს ედინსონ კავანის (41%) და თანაგუნდელს ბერნარდო სილვას (17%) აჯობა.

ლემარმა გასულ თვეში ლიგა 1-ში 3 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124653