ფეხბურთი

22:51 | 14.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ბაზური ბუნდესლიგაში ითამაშებს

ჰოლანდიის ნაკრების კანდიდატი და ამსტერდამის “აიაქსის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი რიშედლი ბაზური კარიერას გერმანულ “ვოლფსბურგში” გააგრძელებს. ამის შესახებ “მგლების” ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება.

20 წლის ბაზურის შეძენა გერმანიის 2009 წლის ჩემპიონს 12 მილიონი ევრო დაუჯდა, ხოლო ფეხბურთელს კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა. “ვოლფსბურგის” მთავარი მწვრთნელის, ვალერიან ისმაილის განკარგულებაში ნიჭიერი ჰოლანდიელი ნახევარმცველი იანვრის თვიდან იქნება.

რიშედლი ბაზური “აიაქსის” პირველ გუნდში 2014 წელს გამოჩნდა და მას შემდგომ ამსტერდამელთა რიგებში ჩატარებულ 71 შეხვედრაში 7 გოლის გატანა შესძლო.

ბაზურის შეძენით დაინტერესებული “მილანი” და “ინტერიც” იყვნენ, თუმცა “ვოლფსბურგმა” როგორც ჩანს, უფრო მეტად მოინდომა მისი დამატება და საწადელსაც მიაღწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109305