ფეხბურთი

18:57 | 14.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილის შედევრი – პირველ წრეში ყველაზე მნიშვნელოვანი (+VIDEO)

თორნიკე ოქრიაშვილის მიერ “ზენიტის” კარში გატანილი გოლი (VIDEO) რუსეთის პრემიერლიგის პირველ წრეში ყველაზე მნიშვნელოვან, თან ლამაზ გოლად დასახელდა. ოღონდ იმ გოლებიდან, რომლებიც მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გავიდა. ასე მიიჩნევს championat.com-ი. ამავე გამოცემამ ეს გოლი პირველ წრეში “კრასნოდარის” საუკეთესო გოლად აღიარა.

ოქრიაშვილმა “კრასნოდარში” ჯერჯერობით სწორედ ამ ერთადერთი გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ ისეთი სილამაზის იყო, ალბათ კიდევ დიდხანს არ მიეცემა დავიწყებას. ბევრის აზრით, მიმდინარე სეზონის საუკეთესო გოლიც გახლავთ პრემიერლიგაში...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11687