ფეხბურთი

3:03 | 13.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ატლეტიკო” “ელ მადრიგალზე” განადგურდა

ლა ლიგის მე-15 ტურის დასკვნითი შეხვედრა “ელ მადრიგალზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ვილიარეალმა” მადრიდის “ატლეტიკოს” უმასპინძლა და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა.

მადრიდელებმა მორიგი სუსტი მატჩი ჩაატარეს და უკანასკნელი 7 მატჩიდან მეოთხე წააგეს. შესაბამისად, “როხიბლანკო” მე-6 ადგილამდე ჩამოქვეითდა და ლიდერ “რეალს” უკვე 12 ქულით ჩამორჩება.

ანგარიში 28-ე წუთზე სტუმართა მცველების უხეშ შეცდომებს მოჰყვა, რითაც ტრიგეროსმა შესანიშნავად ისარგებლა. ათ წუთში კი, უკვე იან ობლაკი შეცდა და ჯონათან დოს სანტოსს მეორე ბურთის გატანის საშუალება მისცა. ორი გაშვებული გოლის გარდა, მადრიდელთათვის პირველი ტაიმი იმითაც აღმოჩნდა ცუდი, რომ 30-ე წუთზე ტიაგო დაიმტვრა, ხოლო მე-40 წუთზე – ობლაკი.

სტუმრებმა მეორე ნახევარში თამაშის სცენარის შეცვლა სცადეს, თუმცა არაფერი გამოუვიდათ და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში რობერტო სორიანოსგან მესამე ბურთი მიიღეს – 3:0.

“ვილიარეალმა” 26 ქულა დააგროვა, “ატლეტიკოს” გადაუსწრო და “სოსიედადთან” ერთად, მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს.

ვილიარეალი – ატლეტიკო 3:0 (2:0)

ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”

ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, ალვარო, რუისი, ხ.კოსტა, გასპარი, ბ.სორიანო, ტრიგეროსი (ნ’დიაიე 92), რ.სორიანო, ჯ.დოს სანტოსი, სანსონე (ბორე 90), პატო (ე.ერნანდესი 79).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი (მოია 41), სავიჩი, გოდინი, ხუანფრანი, ლ.ერნანდესი, ტიაგო (საული 30), გაბი, კოკე, ა.კორეა (კარასკო 65), გრიზმანი, გამეირო.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 1:0 ტრიგეროსი (28), 2:0 ჯ.დოს სანტოსი (38), 3:0 რ.სორიანო (93)
გაფრთხილებები: სანსონე, ჯ.დოს სანტოსი, ალვარო – ა.კორეა, გაბი, საული
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1157