ფეხბურთი

19:28 | 12.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კალენდარი

უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მერვედფინალური წყვილები ცნობილია. რამდენიმე თამაში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. მაგალითად, “არსენალი” – “ბაიერნი” და პსჟ – “ბარსელონა”.

აქვე, წარმოგიდგენთ მერვედფინალური ეტაპის კალენდარს. ანუ, როდის, რომელი წყვილები ითამაშებენ:

14 თებერვალი – 8 მარტი (საპასუხო მატჩები)

“ბენფიკა” (პორტუგალია) – “დორტმუნდი” (გერმანია)

პსჟ (საფრანგეთი) – “ბარსელონა” (ესპანეთი)

15 თებერვალი – 7 მარტი

“რეალი” (ესპანეთი) – “ნაპოლი” (იტალია)

“ბაიერნი” (გერმანია) – “არსენალი” (ინგლისი)

21 თებერვალი – 15 მარტი

“სიტი” (ინგლისი) – “მონაკო” (საფრანგეთი)

“ლევერკუზენი” (გერმანია) – “ატლეტიკო” (ესპანეთი)

22 თებერვალი – 14 მარტი

“პორტუ” (პორტუგალია) – “იუვენტუსი” (იტალია)

“სევილია” (ესპანეთი) – “ლესტერი” (ინგლისი)

დანარჩენი ეტაპების განრიგი:

მეოთხედფინალის წილისყრა – 17 მარტი, ნიონი.

მეოთხედფინალური მატჩები – 11/12 და 18/19 აპრილი.

ნახევარფინალის წილისყრა – 21 აპრილი, ნიონი.

ნახევარფინალური მატჩები – 2/3 და 9/10 მაისი.

ფინალი – 3 ივნისი, კარდიფი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110616