ფეხბურთი

17:17 | 12.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

fifpro-ს გამოკითხვის შედეგები

პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციაციის საერთაშორისო ფედერაციამ (fifpro) 2016 წლის მონაცემები გამოაქვეყნა იმის თაობაზე, თუ რომელ ქვეყანაში რამდენ ფეხბურთელს სთავაზობდნენ ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობას. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საქართველოს ჩემპიონატი ლიდერობს... გამოკითხულ ფეხბურთელთა 34,2 პროცენტს სთავაზობდნენ გარიგებაში მონაწილეობას.

თავად fifpro-ც წერს, რომ გამოკითხვის შედეგები სრულად ვერ ასახავს რეალობას, რადგან გამოკითხვა ანონიმური იყო და ფეხბურთელს თავისუფლად შეეძლო მოეტყუებინა.

მეორე ადგილზე კონგოა (31,3 %). fifpro-ს მონაცემებით, ყველაზე სამართლიანი ჩემპიონატი რუმინელებს ჰქონიათ. წარმოიდგინეთ, იქ მოთამაშე არცერთ ფეხბურთელს არ უთქვამს, გარიგებაში მონაწილეობა შემომთავაზესო...

თეგებიfifpro
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115303