ფეხბურთი

2:27 | 12.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ჩელსი” შეუჩერებელია

პრემიერლიგის მე-15 ტურის მეორე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა. გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა “ჩელსიმ” შინ “ვესტ ბრომვიჩი” მიიღო და 3 ქულა დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა. ერთადერთი გოლის გატანა 76-ე წუთზე დიეგო კოშტამ მოახერხა, რომელმაც მაკოლის შეცდომით ისარგებლა და ახლო მანძილიდან თავისი მე-12 გოლი შეაგდო მიმდინარე ჩემპიონატში – 1:0. “არისტოკრატები” ზედიზედ 9 მატჩია იგებენ.

სამაგიეროდ, მორიგი წარუმატებელი შეხვედრა ჩაატარა “ლივერპულმა” და “ჩელსის” უკვე 6 ქულით ჩამორჩა. მერსისაიდელები საკუთარ მოედანზე “ვესტ ჰემს” დაუპირისპირდნენ და უკვე მე-5 წუთზე ლალანას გოლით იგებდნენ, თუმცა “ჩაქუჩებმა” პირველივე ნახევარში ორი ბურთის გატანა შეძლეს: 27-ე წუთზე დიმიტრი პაიემ მორიგი შედეგიანი ჯარიმა დაარტყა, ხოლო 39-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასული ანტონიო გაისარჯა ზუსტად. მასპინძლებმა წონასწორობა ძალიან მალე აღადგინეს – 48-ე წუთზე დივოკ ორიჯიმ რენდოლფის შეცდომით ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში შეაგდო. “ლივერპული” დარჩენილ დროში ბევრს უტევდა და მოგებას ცდილობდა, თუმცა არაფერი გამოუვიდა და ქულით მოუწია დაკმაყოფილება – 2:2.

დღის ცენტრალური შეხვედრა “ოლდ ტრაფორდზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ტოტენჰემი” მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა. მატჩი დაძაბული, თანაბარი გამოდგა და შეხვედრის ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა. 29-ე წუთზე ერერას შესანიშნავი პასით, მეკარესთან პირისპირ დარჩენილი მხიტარიანი ზუსტად გაისარჯა და პრემიერლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა – 1:0.

“საუთჰემპტონმა” კი, “სენტ მერიზე” “მიდლსბროს” სოფიან ბუფალის გოლით მოუგო – 1:0.

ჩელსი – ვესტ ბრომვიჩი 1:0 (0:0)

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (3-4-3): კურტუა, ლუისი, კეჰილი, აზპილიკუეტა, მატიჩი, კანტე, ალონსო, მოზესი (ფაბრეგასი 74), აზარი (ივანოვიჩი 79), პედრო (ვილიანი 63), კოშტა.
მწვრთნელი: ანტონიო კონტე

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი, ევანსი, დოუსონი, მაკოლი, ნიომი, ფილიპსი (მაკკლინი 78), მორისონი (ჩადლი 78), ბრანტი (რობსონ-კანუ 84), იაკობი, დ.ფლეტჩერი, რონდონი.
მწვრთნელი: ტონი პულისი

გოლი: კოშტა (76)
გაფრთხილებები: კანტე, მატიჩი – ბრანტი, მაკოლი, დოუსონი, იაკობი
მსაჯი: მაიკლ დინი

მანჩესტერ იუნაიტედი – ტოტენჰემი 1:0 (1:0)

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, როხო, ჯონსი, დარმიანი, ა.ვალენსია, ერერა (ფელაინი 97), კერიკი, პოგბა, მხიტარიანი (ბაილი 85), მარტიალი (რეშფორდი 72), იბრაჰიმოვიჩი.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, როუზი, უოლკერი, დემბელე (ვინკსი 67), ვანიამა, ალი, ერიკსენი (ნ’კუდუ 83), სონი (სისოკო 57), კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლი: მხიტარიანი (29)
გაფრთხილებები: ა.ვალენსია, პოგბა, მხიტარიანი – ვანიამა, უოლკერი, როუზი
მსაჯი: რობერტ მედლი

საუთჰემპტონი – მიდლსბრო 1:0 (0:0)

საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”

საუთჰემპტონი (4-3-3): ფორსტერი, ფონტე, ვან დეიკი, მაკქუინი, მარტინა, რომეუ, უარდ-პროუსი, კლასი (ლონგი 85), ბუფალი (ს.დევისი 73), ტადიჩი (რედმონდი 46), ჯ.როდრიგესი.
მწვრთნელი: კლოდ პუელი

მიდლსბრო (4-3-3): ვალდესი, გიბსონი, ჩემბერსი, ფაბიო, ბარაგანი, კლეიტონი, ფორშოუ, დე როონი, ფიშერი, სტუანი (ა.ტრაორე 81), როდესი.
მწვრთნელი: აიტორ კარანკა

გოლი: ბუფალი (53)
გაფრთხილებები: ტადიჩი, ბუფალი, ფონტე, რომეუ – ბარაგანი, ფორშოუ, კლეიტონი
მსაჯი: სტიუარტ არტველი

ლივერპული – ვესტ ჰემი 2:2 (1:2)

ლივერპული, “ენფილდ როუდი”

ლივერპული (4-3-3): კარიუსი, ლოვრენი (კლავანი 46), მატიპი, კლაინი, მილნერი, ვეინალდუმი, ჰენდერსონი, ლალანა, ფირმინო, მანე, ორიჯი.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ვესტ ჰემი (3-4-2-1): რენდოლფი, რიდი, ნორდტვეიდი, ოგბონა, ნობლი, ობიანგი, კრესველი, ა.აიუ (კეროლი 63), ლანცინი (ე.ფერნანდესი 78), პაიე, ანტონიო.
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

გოლები: 1:0 ლალანა (5), 1:1 პაიე (27), 1:2 ანტონიო (39), 2:2 ორიჯი (48)
გაფრთხილებები: ფირმინო, მანე
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

0.172654