ფეხბურთი

22:18 | 11.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ზუგდიდის" უცნაური ისტორია: უკრაინელი დამფინანსებელი უკრაინაში სამსახურს ეძებს...

საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდის” ექს ვიცე-პრეზიდენტი და იდეაში ინვესტორი სამშობლოში სამსახურის ძიებაშია. სვიატოსლავ სიროტამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ სასურველია ახალ სამსახურში ანაზღაურება 25 ათასი გრივნა იყოს თვეში. იმასაც დასძენს, რომ მზადაა კიევი დატოვოს და სხვა ქალაქში იმუშაოს.

ამასთან, სიროტა “ზუგდიდში” გატარებულ პერიოდსაც იხსენებს:

“სამწუხაროდ, ჩემი თანამშრომლობა “ზუგდიდთან” შეწყდა, თუმცა რეალურად ის არც დაწყებულა. აგვისტოს დასაწყისში წარმადგინეს, როგორც კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, მაგრამ სექტემბრის შუა რიცხვებამდე ჩემი სტატუსი გუნდში იურიდიულად არც დამტკიცებულა. სწორედ ამიტომ, სახლში, კიევში დაბრუნება მომიწია”, - ციტირებს სიროტას სიტყვებს footboom.com-ი.

მოგეხსენებათ, სვიატოსლავ სიროტას “ზუგდიდი” უნდა დაეფინანსებინა, მაგრამ საბოლოოდ როგორც აღმოჩნდა, დასაფინანსებელი იქეთ ყოფილა...

0.112152