ფეხბურთი

18:43 | 11.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

სოსო ფრუიძე: “მარცხი ჩაგდებულმა პირველმა თამაშმა განაპირობა”

საჩხერის “ჩიხურას” მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ “სამტრედიასთან” ფინალურ რაუნდში მარცხის შემდგომ ისაუბრა. გამოცდილი სპეციალისტის აზრით, მისი გუნდის მარცხის მიზეზი სამტრედიაში ჩატარებული ცუდი პირველი ტაიმი გამოდგა.

“დღევანდელი თამაში გამოძახილი იყო სამტრედიაში გამართული მატჩის. იმ პირველმა ტაიმმა, რომელიც ჩავატარეთ, დიდად განაპირობა ეს მარცხი. იქ, რომ ორი გოლი გავუშვით, სწორედ ამან განაპირობა შემდგომი მარცხი.

ერთი კაცის, რეხვიაშვილის გარდა ყველას კონტრაქტი აქვს მომავალი სეზონის ბოლომდე. ახალი ფეხბურთელების დამატებაც გვინდა და ვნახოთ რა გამოვა. საბა ლობჟანიძე კი ჩვენ არ გვეკუთვნის და “დინამოში” ბრუნდება”, - განაცხადა ფრუიძემ.

შეგახსენებთ, “ჩიხურა” “სამტრედიასთან” ორი მატჩის ჯამში დამარცხდა (0:2, 2:2) და საქართველოს ჩემპიონატში მეორე ადგილს დასჯერდა. “ჩიხურა” დამდეგ ზაფხულს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122269