ფეხბურთი

17:30 | 11.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დათუნაიშვილი: "იგრძნობოდა, რომ "ჩიხურაზე" უკეთესი გუნდი ვიყავით"

საქართველოს ჩემპიონ “სამტრედიას” კაპიტანმა გიორგი დათუნაიშვილმა worldsport.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ მისი გუნდი ჩემპიონი დამსახურებულად გახდა. გამოცდილმა ფეხბურთელმა სამტრედიის რაიონს მოპოვებული წარმატება მიულოცა.

“მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დაძაბული თამაშები ჩავატარეთ ფინალამდე, რადგან ძლიერი მეტოქეები გვყავდა. “ჩიხურაც” ასევე, მაგრამ ფინალურ შეხვედრებში გამოჩნდა, რომ ჩვენ უკეთესი ვიყავით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. დღეს, დაძაბული ბრძოლა იყო, მაგრამ იგრძნობოდა, რომ ჩვენ უფრო მაღლა ვიდექით. ვულოცავ მთელ სამტრედიას ამ წარმატებას, პირველად გახდა ამ ქალაქის გუნდი საქართველოს ჩემპიონი”, - განაცხადა დათუნაიშვილმა.

31 წლის ნახევარმცველმა საქართველოს ჩემპიონობა მეორედ მოიპოვა. პირველად მან ამ წარმატებას თბილისის "ვიტ ჯორჯიაში" თამაშისას, 2009 წელს მიაღწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129422