ფეხბურთი

17:23 | 11.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე: "ყველაფერი იანვრის დასაწყისში გაირკვევა"

საქართველოს ჩემპიონ “სამტრედიას” თავდამსხმელმა ფინალური დაპირისპირება worldsport.ge-სთან შეაფასა. როგორც საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, გუნდმა მწვრთნელის დავალება კარგად შეასრულა.

“პირველ თამაშს შინ ვატარებდით და ამიტომ აუცილებლად უნდა მოგვეგო, რაც მოვახერხეთ კიდეც. მეორე შეხვედრას რაც შეეხება, ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა, რადგან მეტოქე შეეცდებოდა, რომ აღმოეფხვრა ჩამორჩენა. ჩვენ ორი ბურთით დავწინაურდით, შევასრულეთ მწვრთნელის დავალება ზედმიწევნით. თუმცა, ბოლოს კონცენტრაცია მაინც დავკარგეთ, რის გამოც ეს მატჩი ვერ მოვიგეთ. საბოლოო ჯამში კი, რა თქმა უნდა, ძალიან კმაყოფილები ვართ ჩემპიონობით.

რაც შეეხება ვრჩები თუ არა გუნდში, ამ ეტაპზე კონკრეტული არაფერია და დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში ყველაფერი გაირკვევა”, - გვითხრა ზივზივაძემ.

ბუდუ ზივზივაძემ აწ დასრულებულ გათამაშებაში 13 გოლი გაიტანა და დიდი წვლილი შეიტანა “სამტრედიას” ჩემპიონობაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126757