ფეხბურთი

17:13 | 11.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე: "მეტოქემ აშკარად გვაჯობა"

საჩხერის “ჩიხურას” შემტევმა ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ “სამტრედიასთან” შეხვედრა შეაფასა. ახალგაზრდა ფეხბურთელის განცხადებით, წაგების მიზეზი თავიანთ თავში უნდა ეძებონ. ლობჟანიძე მიიჩნევს, რომ “სამტრედიამ” “ჩიხურას” აჯობა.

“მეტოქეზე ვიტყვი, რომ ძალიან ჭკვიანურად გვეთამაშა და შანსი არ დაგვიტოვა. “სამტრედიამ” დამსახურებულად მოიგო – ჩვენზე რა უნდა ვთქვა, ვფიქრობ, აშკარად დაგვჯაბნა მეტოქემ, მომენტებში შეიძლება არ გაგვიმართლა, მაგრამ მთლიანობაში ჩვენი ბრალია, რომ წავაგეთ. ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ მარცხის მიზეზი...

ძალიან დიდი მადლობა მთელ გუნდს, სამწვრთნელო შტაბს. ყველა გვერდში მედგა და არ ვიცი, გავამართლე თუ არა, მათი მოლოდინი. მაგრამ, ბედნიერი ვარ, რომ მეც რაღაც წვლილი შევიტანე ამ მეორე ადგილში. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ საჩხერეს. პოლონური გუნდი? – არაფერი ვიცი, მეც თქვენგან გავიგე ამის შესახებ”, - თქვა ლობჟანიძემ.

საბა ლობჟანიძემ “ჩიხურაში” 15 თამაში ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. მას იმერლებთან იჯარა დაუსრულდა და თბილისის “დინამოში” ბრუნდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116665