ისტორია

9:05 | 11.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

11 დეკემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1981 – დაიბადა ხავიერ სავიოლა. არგენტინის ნაკრების, “რივერ პლეიტის”, “ბარსელონას”, “მონაკოს”, “სევილიას”, მადრიდის “რეალის”, “ბენფიკას”, “მალაგას”, “ოლიმპიაკოსის”, “ვერონას” ფორვარდი. ათენის 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 20 წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი. გახდა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი. 2006 წელს მოიპოვა უეფას თასი (“სევილიას” შემადგენლობაში). მოპოვებული აქვს არგენტინის, ესპანეთის და პორტუგალიის ჩემპიონობა, ესპანეთის სუპერთასი, პორტუგალიის სუპერთასი, საბერძნეთის სუპერთასი. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 40 მატჩი, გაიტანა 11 გოლი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1886 - ვულვიჩის სამეფო არსენალის თანამშრომლებმა საფეხბურთო კლუბი “არსენალი” დააარსეს. საფეხბურთო ლიგაში 1893 წელს გაწევრიანდა ინგლისის საფეხბურთო ლიგაში. “არსენალი” ლიგაში პირველი სამხრეთული გუნდი იყო. 1904 წელს მოიპოვა პირველი დივიზიონის საგზური. “არსენალი” ინგლისის 13-გზის ჩემპიონია (უძლიერესის ტიტული პირველად 1931 წელს, უკანასკნელად 2004 წელს მოიპოვა), 10-ჯერ ფლობდა ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის, ორჯერ ლიგის თასს. 1994 წელს მოიპოვა თასების თასი. 1970 წელს დაეუფლა ბაზრობათა თასს.

2006 წელს იასპარეზა ჩემპიონთა ლიგის, 1980, 1995 წლებში თასების თასის, 2000-ში უეფას თასების ფინალში. კლუბი მილიარდ 200 მილიონ დოლარადაა შეფასებული და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. “არსენალი” საშინაო მატჩებს “ემირეიტს სთედიუმზე” ატარებს, რომლის ტრიბუნები 60 355 მაყურებელს იტევს.

1934 - ფორდ ფრიკი ბეისბოლის ეროვნული ლიგის (NBL) პრეზიდენტად აირჩიეს.

1934 - ბეისბოლის ეროვნულ ლიგაში (NBL) გუნდებს ღამის მატჩების ჩატარების ნება დართეს.

1938 - “ნიუ იორკ ჯაიანთსი” ეროვნული საფეხბურთო ასოციაციის (NFL) ჩემპიონი გახდა.

1951 - მერილინ მონროს მეუღლემ, ცნობილმა ბეისბოლისტმა ჯო დიაჯიომ სპორტიდან წასვლის თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

1981 - ლეგენდარულმა მოკრივემ, მუჰამედ ალიმ პროფესიულ რინგზე თავისი 61-ე და უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა. გამოსათხოვარ ორთაბრძოლაში იგი ტრევორ ბერბიკთან დამარცხდა.

1981 - “ვაშინგტონ კეპიტალზმა” ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (NHL) ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება შეძლო. დედაქალაქელებმა “ტორონტო მეიფლ ლივზს” 12:9 სძლიეს.

1981 - ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (NHL) ერთ მატჩში შედეგიანობის რეკორდი დამყარდა. “ედმონტონ ოილერზმა” “ჩიკაგო ბლექ ჰოუკსს” 12:9 მოუგო.

1983 - ჩოგბურთელთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, შვედმა მატს ვილანდერმა ჩეხი ივან ლენდლი 6:1, 6:4, 6:4 დაამარცხა და გათამაშების რიგით 72-ე ჩემპიონი გახდა.

1983 - საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშებაზე (“ტოიოტას თასი”) ბრაზილიურმა “გრემიომ” დამატებით დროში “ჰამბურგს” 2:1 მოუგო. გამარჯვებულთაგან ორივე გოლი რენატო გაუშომ გაიტანა, გერმანელებთაგან კი თავი შრიოდერმა გამოიჩინა. მატჩი ტოკიოს ეროვნულ სტადიონზე ჩატარდა და მას 62 ათასი მაყურებელი დაესწრო. შეხვედრას ფრანგი არბიტრი მიშელ ვოტრო სჯიდა. “გრემიო”: მაზარიპი, პაულო რობერტო, ბაიდეკი, დე ლეინი, პაულო სეზარ მაგალაიეში, ჩინა, ოსვალდო (ბონამიგო), მარიო სერჟიო, რენატო გაუშო, ტარსიზიო, პაულო სეზარ კაჟუ (კაიო). “ჰამბურგი”: შტაინი, ვემაიერი, ჰიერონიმუსი, იაკობსი, შრიოდერი, გროჰი, როლფი, მაგათი, ჰარტვიგი, ჰანსენი, ვუტკე.

1986 - ბარტლეტ ჯიამატი ბეისბოლის ეროვნული ლიგის (NBL) პრეზიდენტი გახდა.

1988 - საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშებაზე (“ტოიოტას თასი”) ჰოლანდიურმა პსვ-მ პენალტების სერიაში, ურუგვაის მონტევიდეოს “ნასიონალი” 7:6 დაამარცხა. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო 2:2 დასრულდა. ჰოლანდიელთაგან გოლები რომარიომ და კუმანმა გაიტანეს, ურუგვაელთა ორივე ბურთი კი ოსტოლასმა შეაგდო. მატჩი ტოკიოში ჩატარდა და მას 62 ათასი მაყურებელი დაესწრო. შეხვედრას კოლუბიელი არბიტრი ხესუს დიას პალასიოსი სჯიდა. პსვ: ვან ბრეკელენი, გერეტსი, კოოტი, კუმანი, ჰაინცე, ლერბი, ვან აერლე, ვანენბურგი (ჯილჰაუსი), რომარიო, კიფტი, ელერმანი. “ნასიონალი”: სერხი, ხიმესი, დე ლეინი, რევილესი, სალდანია, ოსტოლასა, ვარგასი (მორინი), ლემოსი, დე ლიმა, კარდაჩიო (კარენო), კასტრო.

1994 - საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშებაზე (“ტოიოტას თასი”) არგენტინულმა “ველეს სარსფილდმა” “მილანს” 2:0 სძლია. გოლები ტროტამ და ასადიმ გაიტანეს. მატჩი ტოკიოში ჩატარდა და მას 47 886 მაყურებელი დაესწრო. შეხვედრას კოლუმბიელი არბიტრი ხოსე ტორეს კალდენა სჯიდა. მან მატჩის მიწურულს მოედნიდან კოსტაკურტა გააძევა. “ველეს სარსფილდი”: ჩილავერტი, ტროტა, კარდოსო, ალმანდოსი, სოტომაიორი, ხიმესი, ბასედასი, ბასუალდო, პომპეი, ასადი, ფლორესი. “მილანი”: როსი, ტასოტი, ბარეზი, კოსტაკურტა, მალდინი, ალბერტინი, დონადონი, დესაი, ბობანი, სავიჩევიჩი (სიმონე), მასარო (პანუჩი).

2006 - ინგლისური საფეხბურთო კლუბის, “ვესტ ჰემის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, ალან პარდიუ გადააყენეს.

2007 - “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი, რაიან გიგზი ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი გახდა. უელსელ ნახევარმცველს ასეთი პატივი ფეხბურთის განვითარებისთვის შეტანილი წვლილისთვის ხვდა წილად.

2013 - “ნაპოლი” გახდა მე-2 გუნდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელიც ჯგუფში 12 ქულით აღების მიუხედავად ჩარჩა. პირველად ეს 1997-98 წლების სეზონში პსჟ-ს შეემთხვა. თუმცა, მაშინ, ჯგუფიდან მხოლოდ 1 გუნდი გადიოდა და პარიზელებმა მე-2 ადგილი დაიკავეს. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ჯგუფიდან გუნდი 6 ქულით გავიდა. ეს “ზენიტმა” მოახერხა.

2013 - ჯგუფური ეტაპის შემდეგ ეტაპზე 4 გერმანული გუნდი ისტორიაში პირველად გავიდა. ინგლისური გუნდების შემთხვევაში ეს მეექვსედ მოხდა.

2013 - “ჩელსის” ვეტერანი კარის დარაჯი მარკ შვარცერი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული დებიუტანტი გახდა. ამ ტურნირზე თავისი პირველი მატჩის ჩატარების დროს ის 41 წლისა და 66 დღის იყო.

2013 - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი გლაზგოს "სელტიკთან" "ბარსელონას" ნახევარმცველის ხავი ერნანდესისათვის ევროთასებზე 159-ე გამოდგა, რითაც მადრიდის "რეალელ" რაულ გონსალეს ბლანკოს გაასწრო და საერთო ჩათვლაში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ხუთეული კი ასე გამოიყურება: პაოლო მალდინი, 168; კლარენს ზეედორფი -161; ხავიერ ძანეტი - 161; ხავი ერნანდესი - 159; რაულ გონსალესი - 158.

2013 - “ბარსელონას” ფორვარდი ნეიმარი ფეხბურთის ისტორიაში პირველია, ვინც უეფას ჩემპიონთა ლიგასა და ლიბერტადორესის თასზე ჰეთ-თრიქი აქვს შესრულებული. ნეიმარმა ლიბერტადორესის თასზე ჰეთ-თრიქი “ინტერნასიონალს” შეუსრულა. “სანტოსის” ყოფილმა თავდამსხმელმა ეს 2012 წლის 7 მარტს შეძლო. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ ტურში, “ბარსელონამ” გლაზგოს “სელტიკი” გაანადგურა (6:1), ნეიმარმა კი, შოტლანდიელთა კარი 3-ჯერ დალაშქრა.

ამ დღეს დაიბადნენ

1922 - ნიკოლაი ოზეროვი. ჩოგბურთში მოპოვებული აქვს საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული. იყო სპორტული კომენტატორი. წაყვანილი აქვს რეპორტაჟები რამდენიმე ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან, ასევე ფეხბურთსა და ჰოკეიში მსოფლიოს ჩემპიონატებიდან.

1927 - სტეინ ერიქსონი. ნორვეგიელი მოთხილამურე. გიგანტურ სლალომში 1952 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს მედალი.

1932 - ალდო კოვაჩი. უნგრელი მძლეოსანი. თანამედროვე ათჭიდში 1952 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1942 - კარენ სუსმანი. 1962 წელს მოგებული აქვს უიმბლდონის ტურნირი.

1956 - რიკარდო ჰიუსტი. არგენტინის ნაკრებისა და ბუენოს აირესის “ინდეპენდიენტეს” ფეხბურთელი. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი. 1990 წლის მუნდიალის ფინალისტი.

1962 - კიმ ლინეჰამი. 1500 მეტრზე თავისუფალი სტილით გაცურვაში, 1979 წელს დამყარებული აქვს მსოფლიოს რეკორდი.

1967 - კეტი სტედინგი. ამერიკელი კალათბურთელი. ქალთა შორის 1996 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1968 - ფაბრიციო რავანელი. იტალიის საფეხბურთო ნაკრების, “პერუჯას”, “იუვენტუსის”, “მიდლსბროს”, “მარსელის”, “ლაციოს”, “დერბი ქაუნთის” ფორვარდი. “იუვენტუსის” შემადგენლობაში მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა (1996), უეფას თასი (1993), 1995 წელს იტალიის ჩემპიონობა, თასი და სუპერთასი. “ლაციოს” რიგებში გამოსვლისას 2000 წელს დაეუფლა იტალიის ჩემპიონობასა და თასს. 1997 წლის ინგლისის საფეხბურთო ასოციაციისა და ლიგის თასების ფინალისტი (“მიდლსბროს” შემადგენლობაში). 1994 წლის 27 სექტემბერს “იუვენტუსმა” სოფიის ცსკა-ს 5:1 მოუგო და ხუთივე გოლი რავანელის ანგარიშზეა. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 22 მატჩი, გაიტანა 8 გოლი.

1969 - ვიშვანათან ანანდი. ინდოელი მოჭადრაკე. საერთაშორისო დიდოსტატი. თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო დიდოსტატი. 2000-2002 წლების ფიდეს მსოფლიო ჩემპიონი. მსოფლიოს რეიტინგ-ლისტის ლიდერი 2007 წლის აპრილიდან 2008 ივლისამდე. მსოფლიოს ჩემპიონი 2007 წლის 30 სექტემბრიდან. მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი 2008 წლის 29 ოქტომბრიდან. ფიდეს მსოფლიო თასის მფლობელი 2000 და 2002 წლებში. 2003 წელს გახდა ფიდეს მსოფლიო ჩემპიონი სწრაფ ჭადრაკში. კოეფიციენტის საუკეთესო მაჩვენებელი, 2803, 2006 წლის აპრილში ჰქონდა.

1972 - სიგურდ რუშფელდტი. ნორვეგიელი ფეხბურთელი. თამაშობდა სხვადასხვა ქვეყნების კლუბებში. ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 30 მატჩი. მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ჩემპიონატზე.

1975 - მამია ჯიქია. საქართველოს ეროვნული ნაკრების, თბილისის “შევარდენის”, ავსტრიული ლინცის ლასკ-ის, პოლონური “ამიკას”, “პლოცკისა” და ლოძის ლკს-ის ნახევარმცველი. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 3 მატჩი.

1976 - შარიფ აბდურ-რაჰიმი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშე. ლიგაში თამაშობდა 10 წლის განმავლობაში. მონაწილეობდა “ყველა ვარსკვლავის” მატჩში.

1981 - ხავიერ სავიოლა. არგენტინის ნაკრების, “რივერ პლეიტის”, “ბარსელონას”, “მონაკოს”, “სევილიას”, მადრიდის “რეალის”, “ბენფიკას”, “მალაგას”, “ოლიმპიაკოსის”, “ვერონას” ფორვარდი. ათენის 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 20 წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი. გახდა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი. 2006 წელს მოიპოვა უეფას თასი (“სევილიას” შემადგენლობაში). მოპოვებული აქვს არგენტინის, ესპანეთის და პორტუგალიის ჩემპიონობა, ესპანეთის სუპერთასი, პორტუგალიის სუპერთასი, საბერძნეთის სუპერთასი. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 40 მატჩი, გაიტანა 11 გოლი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11445