ფეხბურთი

2:46 | 11.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: ისევ რამოსი

მადრიდის “რეალი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “დეპორტივოს” რამდენიმე ლიდერის გარეშე ეთამაშა და კინაღამ საჭირო ქულები დაკარგა, თუმცა მასპინძლებმა გამარჯვების გოლი 92-ე წუთზე გაიტანეს და რთული გამოსაცნობი არაა, რომ ამის გაკეთება კვლავ სერხიო რამოსმა მოახერხა.

მადრიდელები თავიდანვე დიდ უპირატესობას ფლობდნენ და პირველ ტაიმში რამდენჯერმე შეეძლოთ გატანა. უშანსოდ არც სტუმრები ყოფილან და ორჯერ გოლის გატანის 100%-იანი შანსი შეექმნათ: ერთ შემთხვევაში ნავასმა ივარგა, ხოლო მეორე ეპიზოდში ძელს მოხვდა ბურთი.

მეორე ნახევარი მადრიდელთათვის კარგად დაიწყო და 50-ე წუთზე ალვარო მორატამ ლამაზი გოლი გაიტანა. გაშვებული გოლის შემდეგ გაისკა გარიტანომ თავდამსხმა გააძლიერა და მოედანზე ხოსელუ შემოუშვა, რომელმაც 63-ე და 65-ე წუთებზე ყოფილ გუნდს ორი ბურთი გაუტანა.

ცვლილებამ გაუმართლა ზინედინ ზიდანსაც და 84-ე წუთზე ახალგაზრდა დომენიკელმა ფორვარდმა მარიანო დიასმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო 92-ე წუთზე სერხიო რამოსი ჩვეულ როლში მოგვევლინა, თავური დარტყმით გამარჯვების ბურთი შეაგდო და “ბარსელონასთან” სხვაობა კვლავ 6 ქულა დატოვა – 3:2.

“ბარსელონა” კი, გასვლაზე ბოლო ადგილოსან “ოსასუნას” დაუპირისპირდა და “რეალის” მსგავსად, პირველი ტაიმი უგოლოდ ითამაშა. “ბლაუგრანამ” მეტოქის გატეხვა 59-ე წუთზე მოახერხა: სტუმრებმა ძალიან ლამაზი კომბინაცია განახორციელეს და ლუის სუარესს ცარიელ კარში შეაგორებინეს ბურთი. 72-ე წუთზე მესიმ ორამდე გაზარდა სხვაობა, ხოლო მსაჯის მიერ მეორე დამატებულ წუთზე არგენტინელმა შემტევმა რამდენიმე მეტოქე მოატყუა, ულამაზესი გოლი გაიტანა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში ასახა – 0:3.

მორიგი მატჩი წააგო “ვალენსიამ” და თუ დღეს “ხიხონმა” ქულის აღება მოახერხა, ვალენსიელები გასავარდნ ზონაში აღმოჩნდებიან. “ღამურები” სტუმრად “სოსიედადთან” დამარცხდნენ. მასპინძლები 24-ე წუთისთვის ვილიან ჟოზეს დუბლით ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ, რასაც დანიელ პარეხომ პენალტით უპასუხა და ტაიმი 2:1 დასრულდა. ბასკები მეორე ტაიმშიც უპირატესობას ფლობდნენ და ანგარიშის გაზრდა კარლოს ველას შეეძლო, მაგრამ დიეგო ალვეშმა მორიგი პენალტი მოიგერია და საკუთარი რეკორდი კიდევ უფრო განამტკიცა. გოლები კი, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გავიდა: 91-ე წუთზე ხუანმიმ გაიტანა, ხოლო ორ წუთში ზაქარია ბაკალიმ სხვაობა შეამცირა – 3:2.

“ლას პალმასმა” “გრან კანარიაზე” “ლეგანესი” მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ ლივაიას გოლით დიდი ხნის განმალობაში იგებდა, ანგარიში ვერ შეინარჩუნა და 2 ქულა დაკარგა – 1:1.

ოსასუნა – ბარსელონა 0:3 (0:0)

პამპლონა, “ესტადიო ელ სადარი”

ოსასუნა (4-4-2): ნაუზეტი, ი.მარკესი, ფლანიო (უ.გარსია 46), ოიერი (ბონინი 63), კლერკი, კაუსიჩი, რ.ტორესი, ბერენგუერი, დე ლას კუევასი, რიერა (კოდრო 70), ს.ლეონი.
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, უმტიტი, პიკე, რობერტო, ალბა, ბუსკეტსი, ინიესტა, გომეში (რაფინია 76), თურანი (დ.სუარესი 65), მესი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 0:1 ლ.სუარესი (59), 0:2, 0:3 მესი (72; 92)
გაფრთხილებები: ოიერი, ი.მარკესი, რ.ტორესი
მსაჯი: ხუან მარტინეს მუნუერა

სოსიედადი – ვალენსია 3:2 (2:1)

სან-სებასტიანი, “ანოეტა”

სოსიედადი (4-3-3): რული, ი.მარტინესი, რ.ნავასი, კ.მარტინესი, ბერჩიჩი, ილარამენდი, ზურუტუზა (გრანერო 90), პრიეტო, ოიარზაბალი (კანალესი 72), ველა, ვილიან ჟოზე (ხუანმი 48).
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

ვალენსია (4-3-1-2): ალვეში, სანტოსი, აბდენური, კანსელო, მონტოია, მ.სუარესი (სოლერი 78), მედრანი, პარეხო, კარტაბია (მინა 35), როდრიგო, ელ ჰადადი (ბაკალი 72).
მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი

გოლები: 1:0, 2:0 ვილიან Hჯოზე (2; 24), 2:1 პარეხო (36 პენ.), 3:1 ხუანმი (91), 3:2 ბაკალი (93)
გაფრთხილებები: რ.ნავასი, ველა, ილარამენდი, ზურუტუზა – კანსელო, მონტოია, აბდენური, პარეხო, ბაკალი
გაძევება: კანსელო (82)
მსაჯი: ხავიერ ესტრადა ფერნანდესი

ლას პალმასი – ლეგანესი 1:1 (1:0)

ლას პალმასი, “გრან კანარია”

ლას პალმასი (4-3-3): ვარასი, ბიგასი, დ.გარსია, მასედო, ლოპეში, მესა (ასდრუბალი 85), ვ.გომესი, ვიერა, მომო (მონტორო 71), ტანაუსუ, ლივაია (ერნანი 85).
მწვრთნელი: კიკე სეტიენი

ლეგანესი (5-4-1): ერერინი, პ.ინსუა, ტიმორი, მანტოვანი, ვ.დიასი, ბუსტინზა (გერერო 46), რ.პერესი, ალბერტო, ომარი, მაჩისი (მედჯანი 81), გაბრიელი (ო.ლოპესი 69).
მწვრთნელი: ასიერ გარიტანო

გოლები: 1:0 ლივაია (21), 1:1 გერერო (76 პენ.)
გაფრთხილებები: მასედო, დ.გარსია, ლივაია – ბუსტინზა, მანტოვანი, დიასი
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო

რეალი – დეპორტივო 3:2 (0:0)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-2-3-1): ნავასი, პეპე, რამოსი, ნაჩო, დანილო (მარსელო 81), კროოსი, კასემირო, ისკო (მ.დიასი 72), ასენსიო (ლ.ვაზკესი 66), ხამესი, მორატა.
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

დეპორტივო (4-2-3-1): ტიტონი, ალბენტოსა, სიდნეი, ფ.ნავარო, ხუანფრანი, ბორგესი, გილერმე, ჩოლაკი (ხოსელუ 58), ხილი, ბაბელი (ფაჟრი 82), ანდონე (მოსკერა 82).
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

გოლები: 1:0 მორატა (50), 1:1, 1:2 ხოსელუ (63; 65), 2:2 მ.დიასი (84), 3:2 რამოსი (92)
გაფრთხილებები: მორატა, ნავასი, რამოსი – ბორგესი, ბაბელი, ალბენტოსა
მსაჯი: ხაიმე ლატრე

თეგებილა ლიგა
0.118033