კალათბურთი

18:31 | 10.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

„დინამოს“ ვერავინ ამარცხებს

მიმდინარე ჩემპიონატის მე-10 ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი „დინამო“ და სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში მყოფი „სოხუმი“ დაუპირისპირდნენ. რაღა თქმა უნდა, ფავორიტად მიიჩნეოდა „დინამო“, რომელსაც ჩემპიონატზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ამ სეზონში დუდუ დადიანის მემორიალისა და სუპერთასის ჩათვლით საერთოდ არ აქვს წაგება.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა „დინამოს“ უპირატესობით დაიწყო და ასევე გაგრძელდა მატჩის ბოლომდე. იყო მომენტი, როცა მისი უპირატესობა 30 ქულასაც კი აღემატებოდა. მატჩის საბოლოო ანგარიშია 108:86, „დინამოს“ სასარგებლოდ.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 25 ქულა „დინამოს“ ახალგაზრდა უკანახაზელმა ლევან გრძელიძემ დააგროვა, რომელიც სასტარტო ხუთეულის წევრი არაა და სათადარიგო მოთამაშედ მიიჩნევა. 15 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გრძელიძის თანაგუნდელმა, ცემტრალურმა თავდამსხმელმა ნიკოლა მარავიჩმა მიითვალა. ზღვისპირელთა შორის 17 ქულით ყველაზე შედეგიანი გუნდის ახალწვეული, მძიმე ფორვარდი ალექსანდრ ტიშჩენკო იყო, რომელმაც სოხუმელთა შემადგენლობაში პირველი შეხვედრა ჩაატარა.

„დინამო“ – „სოხუმი“ 108:86

(34:23, 24:20, 25:21, 25:22)

გუნდი მ/წ. ბურთები ქულა
1 დინამო 10 10 / 0 880 / 712 20
2 ქუთაისი 10 8 / 2 827 / 763 18
3 რუსთავი 9 6 / 3 713 / 715 15
4 კაკტუსი 10 5 / 5 817 / 850 15
5 ბათუმი 10 5 / 5 783 / 751 15
6 ოლიმპი 10 2 / 8 676 / 697 11
7 მგზავრები 10 1 / 9 709 / 836 11
8 სოხუმი 9 2 / 7 740 / 821 11

"ოლიმპს" დაკლებული აქვს 1 ქულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112827