ფეხბურთი

15:33 | 10.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის “დინამოს” გულშემატკივრები ავარიაში მოჰყვნენ

საფეხბურთო კლუბ ბათუმის “დინამოს” გულშემატკივართა ჯგუფი, რომელიც საყვარელი გუნდის საქომაგოდ თბილისში მიდიოდა, ავტოავარიაში მოჰყვა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, შემთხვევა ხაშურთან ახლოს მოხდა. საბედნიეროდ, მიკროავტობუსში მყოფთაგან სერიოზულად არავინ დაშავებულა.

როგორც გაიკრვა, ინციდენტი წინ მიმავალი მანქანის მკვეთრ და მოულოდნელ მუხრუჭს მოჰყვა. ასევე გავიგეთ, რომ “პირატებმა” ახალი ტრანსპორტი დაიქირავეს და გზა განაგრძეს, რათა თავიანთი გუნდის გვერდში ყოფილიყვნენ.

მოგეხსენებათ, “დინამო” თბილისის მოსახელე გუნდს ეთამაშება დღეს გარდამავალი ჩემპიონატის მცირე ფინალში – სწორედ აღნიშნული მატჩის დასრულების შემდეგ გაირკვევა ბრინჯაოს მედლის და ამასთან ევროპა ლიგის მესამე საგზურის მფლობელის ვინაობაც.

0.107269