კალათბურთი

13:41 | 10.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 11 ქულა და "ბასკონიას" იოლი გამარრჯვება "დარუშაფაკასთან"

თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ ევროლიგაში მორიგი მატჩი გამართა და გამარჯვება იზეიმა. ვიტორიაში, საკუთარ „ბუესა არენაზე“ ბასკონიეკებმა სტამბოლის „დარუშაფაკას“ უმასპინძლეს და 73:52 გაანადგურა.

ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 18:13 წუთში კი 11 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. თოკომ 8-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

“ბასკონიამ” 7 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და ევროლიგის 16-გუნდიან ცხრილში მე-5 ადგილზეა, თუმცა, მე-2 პოზიციაზე მყოფ მადრიდის “რეალს” მხოლოდ 1 გამარჯვებით ჩამორჩება. შენგელიას გუნდი მომდევნო მატჩს 15 დეკემბერს, ყაზანში, “უნიქსთან” ჩაატარებს.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124552