ფეხბურთი

22:55 | 9.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის ფინალს ლიონი უმასპინძლებს

უეფას რანგით მეორე საფეხბურთო ტურნირის, ევროპა ლიგის გადამწყვეტ, ფინალურ მატჩს 2017-2018 წლების სეზონში საფრანგეთის ქალაქი ლიონი უმასპინძლებს. ამის შესახებ უეფას ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება.

“პარკ ლიონი” – ეს საფეხბურთო ნაგებობა ლიონის “ოლიმპიკის” მშობლიური არენაა და იგი სპეციალურად ევროპის 2016 წლის ჩემპიონატისთვის აშენდა. ამ ტურნირზე ულტრათანამედროვე არენამ 6 შეხვედრას უმასპინძლა და მათ შორის ნახევარფინალს.

ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალური მატჩი კი სტოქჰოლმში, “ფრიენდს არენაზე” გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114419