ფეხბურთი

22:30 | 9.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის წესი შეიცვალა – საქართველოსთვის უფრო გართულდა...

ამის შესახებ კულუარებში აგვისტოს თვიდან მოყოლებული საუბრობდნენ, მაგრამ ახლა უკვე ოფიციალურად, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის სისტემა შეიცვალა. ამის შესახებ უეფას კომიტეტის სხდომაზე დღეს მიიღებს გადაწყვეტილება, სადაც 2018-2021 წლების განრიგი იქნა გაწერილი.

ჩემპიონთა ლიგაზე ისევ 32 გუნდი ითამაშებს, მაგრამ პატარა ქვეყნების კლუბებისთვის ადგილები შემცირდა... ახალი ფორმატის თანახმად, ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდება 26 გუნდი, ხოლო დანარჩენი 6 ადგილის მფლობელის ვინაობას პლეი-ოფი გაარკვევს. კერძოდ, 4 ჩემპიონთა ბადიდან მოხვდება, ხოლო 2 არაჩემპიონთა ბადიდან.

ახალი ფორმატის თანახმად, ინგლისის, ესპანეთის, იტალიისა და გერმანიის პირველი ოთხი გუნდი ავტომატურად მოხვდება ჯგუფურ ეტაპზე. ასევე, საფრანგეთისა და რუსეთის 2-2 გუნდი.

ჩემპიონთა ლიგაზე მოხმდარი ეს ცვლილება მაინცდამაინც სახარბიელო არაა ისეთი პატარა საფეხბურთო ქვეყნებისთვის, როგორც საქართველოა. ისედაც ვერ ხვდებოდნენ ქართული კლუბებ ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე და ახლა ხომ უფრო გაგვირთულდება ოცნების ახდენა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113877