თამაშგარე

10:49 | 9.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ალისა ბრეგოლის ბიზნეს-ოცნებები

მაშინ, როდესაც ვეტერანი იტალიელი შემტევი, ალბერტო ჯილარდინო მწვანე მინდორზე დარბოდა და ცნობადი ფეხბურთელი იყო, მისი მეუღლე, იტალიელი მოდელი ალისა ბრეგოლი ძალიან ბევრს ეჭვიანობდა და ეს ეჭვიანობა ხშირად ჩხუბამდე და გაწევ-გამოწევამდეც კი მიდიოდა ხოლმე.

ახლა, როცა სინიორ ალბერტოს გოლეადორობა წარსულში დარჩა. ალისასაც საფიქრალი და სადარდებელი შეუმცირდა და როგორც ბრეგოლის ქალი ერთ-ერთ იტალიურ ბულვარულ გამოცემასთან საუბარში იძახის, ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, მეგობრებთან ერთად ახალი ბიზნესი როგორ წამოიწყოს.

“რამდენიმე წელია, დიდი სურვილი მაქვს, რომ საკუთარი სამოდელო ცენტრი გავხსნა, მაგრამ ამას ვერა და ვერ ვახერხებდი. ახლა უკვე გამიჩნდა შესაბამისი თანხა და მეგობრებთან ერთად მინდა ამ საქმეს მოვკიდო ხელი. შემოსავლის გარდა, ეს ჩემი ჰობიცაა და ბედნიერი ვიქნები, თუ ყველაფერი კარგად გამოვა”, – ამბობს ალისა ბრეგოლი.

0.12909