ფეხბურთი

23:15 | 8.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

კოვაჩმა "აინტრახტთან" გაახანგრძლივა

ნიკო კოვაჩმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა "აინტრახტთან" კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ხორვატი სპეციალისტი ბუნდესლიგის გუნდში 2016 წლის მარტში მივიდა. მას შემდეგ "აინტრახტმა" 26 მატჩი ჩაატარა, აქედან მოიგო 14 მატჩი, 5 ფრედ დაასრულა, ხოლო 7 შეხვედრაში მარცხი განიცადა. გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში კოვაჩის გუნდი 13 ტურის შემდეგ 25 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109217