ჭადრაკი

21:17 | 8.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

სწრაფ ჭადრაკში ხურციძემ იმარჯვა

ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლემ გრან პრის მეოთხე დასკვნით ეტაპს უმასპინძლა სწრაფ ჭადრაკში.

6,5- 6,5 ქულით პირველი- მეორე ადგილები საერთაშორისო დიდოსტატება ნინო ხურციძემ და სოფიო გვეტაძემ გაინაწილეს. უკეთესი კოეფიციენტით პირველი ადგილი დაიკავა და მთავარი პრიზი კლასიკურ ჭადრაკში საქართველოს ხუთ გზის ჩემპიონ ხურციძეს გადაეცა. 6,0 ქულით მესამე ადგილი მერი არაბიძემ დაიკავა.

0.11201