ფეხბურთი

16:40 | 8.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინელი მეკარე თბილისის "დინამოში"

უკრაინელი მეკარე სერგეი ლიტოვჩენკო, რომელიც ბოლოს "ზუგდიდში" თამაშობდა, თბილისის 'დინამოში" გადავიდა. ამის შესახებ "ზუგდიდის" ვიცე-პრეზიდენტმა ლევან გულორდავამ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე დაწერა.

29 წლის ლიტოვჩენკო უკრაინაში არაერთ გუნდში გამოდიოდა: ხარკოვის "არსენალში", "ჰელიოსში", "ვოლინში", "ოლიმპიკში".

"დინამოს" მთავარი მეკარე ამჟამად ნუკრი რევიშვილია. გუნდშია გიორგი ლომაიაც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1098