ჭიდაობა

14:20 | 8.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოჭიდავეები მსოფლიოს ჩემპიონატზე ბუდაპეშტში გაემგზავრნენ

დღეს, 8 დეკემბერს, ბუდაპეშტში გაემზავრა საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ნაკრებები რომელიც 10-11 დეკემბერს უნგრეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე არაოლიმპიურ წონით კატეგორიებში იასპარეზებს.

როგორც მოგეხსენებათ ოლიმპიურ წელიწადში მსოფლიოს ჩემპიონატები არ ტარდება, ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა კი თითოეულ სტილში მხოლოდ ექვსი წონითი კატეგორიის წარმომადგენლებს შეუძლიათ. დარჩენილი ორი არაოლიმპიური წონითი კატეგორიებისათვის კი UWW-მ მიიღო გადაწყვეტილება დამატებითი მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების შესახებ.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ღირსებას 61 კგ-ში ევროპის თამაშების ვიცე-ჩემპიონი ბექა ლომთაძე დაიცავს, 70 კგ-ში ევროპის კიდევ ერთი ვერცხლის პრიზიორი დავით ტლაშაძე იასპარეზებს.

მწვრთნელები: დავით პოღოსიანი, ალეკო კახნიაშვილი და ნუგზარ სხირელი.

ბერძნულ-რომაული ნაკრების შემადგენლობაში კი მინდია წულუკიძე (71) და ნიკოლოზ კელასოვი (80) გამოვლენ.

მწვრთნელები: რევაზ ლაშხი, აკაკი ჩაჩუა და ჯემალ ბაკურიძე

მსაჯი: ზაზა ჯიბლაძე

ექიმი: თეიმურაზ მგელაძე

10 დეკემბერს - თავისუფლებიდან ბექა ლომთაძე (61) და ბერძნულ-რომაულიდან მინდია წულუკიძე (71) იჭიდავებენ.

11 დეკემბერს - თავისუფლებიდან დავით ტლაშაძე (70) და ბერძნულ-რომაულიდან ნიკოლო კელასოვი (80) გამოვლენ.

შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება, პირდაპირი ინტერნეტ ტრანსლაციის ლინკი https://unitedworldwrestling.org/event/world-championships-non-olympic-weight-categories

wrestling.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100163