ფეხბურთი

13:57 | 8.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

„დორტმუნდმა“ შედეგიანობის რეკორდი მოხსნა

დორტმუნდის „ბორუსიამ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა.

დასკვნით ტურში დორტმუნდელები მადრიდში „რეალთან“ 0:2 აგებდნენ, მაგრამ ბოლო 30 წუთში ორი საპასუხო გოლი გაიტანეს, მატჩი ფრედ დაასრულეს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. ამასთან, მარკო როისის მიერ 88-ე წუთზე გატანილი გოლი ტომას ტუხელის გუნდისთვის 21-ე იყო ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონის ჯგუფურ ეტაპზე.

შედეგად, „დორტმუნდმა“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მიერ 1998/1999 წლების სეზონში დამყარებული რეკორდი (20 გოლი) ერთი ბურთით გააუმჯობესა. ჯგუფურ ეტაპზე 20-20 გოლი ასევე გაუტანიათ 2013/2014 წლების სეზონში მადრიდის „რეალს“, ხოლო 2011/2012 და 2016/2017 წლების სეზონში „ბარსელონას“.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში „დორტმუნდმა“ ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა, როდესაც ვარშავის „ლეგიასთან“ მატჩი 8:4 დაასრულა და ეს თამაში გახდა ტურნირის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11674